- ახალი
Tokyo Tattoo 1970 – ცნობილი ფოტოგრაფის, მარტა კუპერის (Martha Cooper) ეს წიგნი ეძღვნება ტატუირების ტრადიციულ ხელოვნებას და წარმოადგენს უდიდესი ოსტატის იშვიათ პორტრეტს. გამოცემა გვთავაზობს უნიკალურ მზერას 1970 წლის ტოკიოში არსებულ იაპონური ტატუს სამყაროზე და აერთიანებს ფოტოკოლექციას, რომელიც ასახავს ირეზუმის (Irezumi) ხელოვნებას – მიმდინარეობას, რომელიც ხშირად იაკუძასთან ასოცირდება, თუმცა ფართოდ არის აღიარებული თავისი კულტურული მნიშვნელობითა და მხატვრული ღირებულებით.
მარტა კუპერი ტოკიოში 1969 წელს ჩავიდა. იგი მალევე დაინტერესდა ტატუირების ადგილობრივი ხელოვნებით და დაიწყო ტრადიციული იაპონელი ტატუისტის, ჰორიბუნ I-ის (Horibun I) მუშაობის დოკუმენტირება. ოსტატი მხოლოდ ტრადიციული იაპონური მეთოდებით მუშაობდა: იგი ტატუს ხელით აკეთებდა, ჯოხებზე დამაგრებული სხვადასხვა ზომის ნემსების კონებს ფერად მელანში ავლებდა, ხოლო თავის მოტივებსა და სიუჟეტებს ძველი იაპონური ლეგენდებიდან იღებდა.
დეტალები:
• წიგნი „Tokyo Tattoo 1970“ მოგვითხრობს იაპონელი ტატუს მაესტროსა და მისი შემოქმედების ისტორიას – აჩვენებს მას მუშაობის პროცესში, თავის კლიენტებთან ერთად, მათ დასრულებულ ტატუებს და მიჰყვება ჰორიბუნ I-ს წმინდა შინტოისტურ ტაძარში პილიგრიმობისას
• მარტა კუპერის მკაფიო და დეტალური ფოტოები ზუსტად გადმოსცემს როგორც ტატუირების რთულ პროცესს, ისე მზა მოტივებს, რაც საბოლოოდ ქმნის განსაცვიფრებელ და უნიკალურ ისტორიას იაპონური ტრადიციული ტექნიკის შესახებ
• იდეალური გამოცემაა ხელოვნების ისტორიით, ფოტოგრაფიით, იაპონური კულტურითა და ტატუს ანთროპოლოგიით დაინტერესებული მკითხველისთვის
- ავტორი
- Martha Cooper
- გამომცემლობა
- Dokument Press
- ISBN
- 9789189944046
- ენა
- ინგლისური
- ყდა
- რბილი
- გვერდების რაოდენობა
- 72
- ბრენდი
- New Mags
- ბრენდის ქვეყანა
- დანია
- ფერი
- შავ-თეთრი
- ზომა
- 17 x 0.5 x 28 სმ/CM
- კატეგორია
- დეკორი
- ქვეკატეგორია
- წიგნი
- წონა
- 0.4