- ახალი
- ბრენდი
- I + M
- ბრენდის ქვეყანა
- გერმანია
- კატეგორია
- სახის მოვლა
- ქვეკატეგორია
- სახის შრატი
- შემადგენლობა
- წყლის ბაზა
ბაკუჩიოლის ელექსირი სახის კანს ტენით, ანტიოქსიდანტებით და ძვირფასი ცხიმოვანი მჟავებით ამარაგებს. ღრმად აღწევს კანში, მყისიერად ატენიანებს და კოლაგენის გამომუშავებას ასტიმულირებს. სუდანის ვარდი სპაზმოლიზური მოქმედების წყალობით ადუნებს კუნთებს, ბოტოქსის მსგავსი ეფექტით ებრძვის მიმიკურ ნაოჭებს და ხელს უწყობს პირველი ხაზებისა და წვრილი ნაოჭების შემცირებას. ბიოლოგიური არგანის ზეთი და ბაობაბის ექსტრაქტი უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდაციურ ეფექტს და ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას. ბიოლოგიური ალოე ვერა მცენარეული ჰიალურონის მჟავასთან კომბინაციაში ინტენსიურად ატენიანებს კანს.
ბაკუჩიოლის ელექსირი 1% ბაკუჩიოლს შეიცავს. აიურვედული მცენარე ბაკუჩიდან (Psoralea corylifolia) მიღებული ბაკუჩიოლი A ვიტამინის (რეტინოლის) რბილ მცენარეულ ალტერნატივად ითვლება. ძლიერი ანტიოქსიდაციური მოქმედებით ებრძვის კანის დაბერებას, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, აგლუვებს კანს და ნაოჭების სიღრმეს ამცირებს.
ჰიალურონის მჟავა კანის უჯრედის ბუნებრივი კომპონენტია, რომელიც იკავშირებს და აკავებს ტენს. ჩვენ ვიყენებთ 100% ვეგანურ, მიკროორგანიზმების საშუალებით ბიოტექნოლოგიურად მიღებულ ჰიალურონს, რომელიც ხელს უწყობს კანში ტენის ბუნებრივი მარაგის დაცვას.
გამოყენება: ნაზად შეიზილეთ გაწმენდილ კანში დღის კრემის წასმამდე ან გამოიყენეთ როგორც კანის მოვლის დამოუკიდებელი საშუალება. საღამოს კანის გაწმენდის შემდეგ ბაკუჩიოლის ელიქსირს ხელის გულზე შეურიეთ სახის ზეთის რამდენიმე წვეთი და ფრთხილად გაინაწილეთ სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე. გამოყენება შეიძლება ორსულობის დროსაც.
Services General Block
-
მიტანა მთელ საქართველოში
უფასო
-
აირჩიე მიტანის დღე და დრო
-
სწრაფი მიტანა მაქს. 3 საათში
-
მოირგე სახლში 10-მდე ნივთი
-
დაამატე სასაჩუქრე შეფუთვა
-
გადაანაწილე გადახდა
0%
-
სწრაფი დაბრუნება და გადაცვლა