John Derian - Friendship, Love, and Truth – იზეიმეთ ის, რაც ცხოვრებაში მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არაორდინალური ვიქტორიანული კომპოზიცია, რომელიც გამოირჩევა მარტივი ენითა და მდიდარი, მრავლისმთქმელი სიმბოლიზმით, პირდაპირ ჯონ დერიანის (John Derian) კოლექციიდანაა – ხელოვანისა და დიზაინერის, რომლის ნამუშევრებიც წარსულის ბეჭდური გამოსახულებებით მნახველს სხვა დროსა და სივრცეში გადააყოლებს.
ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ ფაზლის აწყობის პროცესში დიდი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა შეგიპყრობთ. ბეჭდები, ხელები, შეკრული ტოტების კონა (რომელსაც ამერიკული 10-ცენტიანი მონეტის, Liberty dime-ის უკანა მხარესაც შეხვდებით) და ეს ყველაფერი „ყოვლისმხედველი თვალის“ (Eye of Providence) მფარველობის ქვეშ: ეს უბრალოდ ფაზლია თუ საიდუმლო გზავნილი?
დეტალები:
• უნიკალური და ვინტაჟური დიზაინის მქონე ფაზლი, რომელიც ეძღვნება მეგობრობის, სიყვარულისა და ჭეშმარიტების მარადიულ თემებს
• იდეალური საჩუქარია ხელოვნების მოყვარულების, კოლექციონერებისა და უჩვეულო, სიმბოლიზმით დატვირთული ფაზლების ენთუზიასტებისთვის
• ხელს უწყობს კონცენტრაციას, გონების განტვირთვას და აწყობის შემდეგ შესანიშნავ დეკორატიულ ელემენტად იქცევა
- ავტორი
- John Derian
- გამომცემლობა
- Artisan
- ISBN
- 9781648291838
- ბრენდი
- New Mags
- ბრენდის ქვეყანა
- დანია
- ფერი
- მწვანე
- ზომა
- 17.5 x 19.5 x 5.5 სმ/CM
- კატეგორია
- დეკორი
- ქვეკატეგორია
- სამაგიდო თამაშები
- ტიპი
- ფაზლები
- წონა
- 0.7
- კომპლექტის შემადგენლობა
- 1000ც