შარფი
შეიძინე მამაკაცის შარფი ონლაინ
შარფი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი აქსესუარია თანამედროვე მამაკაცის გარდერობში. ის ერთდროულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს - იცავს შენს კისერს სიცივისგან და გაციებას გარიდებს, და თან, ხშირად, ლუქის ცენტრალური დეტალია, რომელსაც შეუძლია უცებ მიიპყროს ყურადღება.
ცივ სეზონზე, როცა შენს ტანსაცმელს ქუჩაში ვერავინ ხედავს, ლამაზ შარფს შეუძლია შენი ვიზუალი ისე საინტერესოდ და გემოვნებიანად წარმოაჩინოს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს პრემიუმ კლასის მამაკაცის შარფების მრავალფეროვან კოლექციას მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან, მათ შორის Lacoste, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Barbour და GANT.
შეიძინე მამაკაცის შარფები ონლაინ
ჩვენს კატალოგში ნებისმიერი ამინდისა და გემოვნების შესაფერის მოდელს იპოვი. ზამთრის სუსხიან დღეებში ფართო თბილი შარფი ნამდვილი ხსნაა, რადგან ის საიმედოდ გიცავს ქარისგან. თუ კომფორტისა და ესთეტიკის საუკეთესო ბალანსს ეძებ, ალპაკას ან კლასიკური შალის შარფი საუკეთესო არჩევანია - ეს კლასიკურია ვარიანტია, რომელიც თითქმის ნებისმიერ ყოველდღიურ ლუქს უხდება.
თუ უფრო გარდამავალი სეზონისთვის ეძებ ვარიანტებს და, თან, ფორმალური იმიჯის შექმნა გინდა, მაშინ პრემიუმ ხარისხის აბრეშუმის შარფი, რომელსაც ყელზე მჭიდროდ მოიხვევ და პიჯაკის საყელოში გამოჩნდება, იდეალური გადაწყვეტილებაა. ფერების ფართო არჩევანი კი საშუალებას გაძლევს, აქსესუარი ზუსტად მოარგო შენს გარდერობს: მაგალითად, კლასიკური შავი შარფი თითქმის ყველას დასჭირდება, რადგან უხდება ყველა ფერსა და როგორც კლასიკურ, ისე სპორტულ კაცის ტანსაცმელს. ხოლო თუ უფრო თამამი სტილით გამოირჩევი და შთამბეჭდავი მოდელი გჭირდება, მაშინ კუბოკრული ან ფერადი პრინტით გაფორმებული შარფები მოგეწონება. შენს ლუქისთვის საბოლოო ფორმის მისაცემად კი შარფს სხვა ისეთი კაცის აქსესუარები დაუწყვილე, რომელიც მარტივად შესამჩნევია: მაგალითად, ტყავის ხელთათმანი ან შესაბამისი სტილის ქუდი.
Dressup.ge-ზე ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტულია. თუ ვებსაიტზე დათვალიერებისას არჩევანის გაკეთება გიჭირს, თბილისის მასშტაბით შეგიძლია ჩვენი ინოვაციური „მოირგე“ სერვისით ისარგებლო. გამოიწერე 10-მდე ნივთი. კურიერი შეკვეთას ადგილზე მოგიტანს და დაგელოდება 20 წუთი, სანამ იზომებ. შენ ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლის დატოვებასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერს უკან დაუბრუნებ.