რა ჩავიცვათ უნივერსიტეტში? კომფორტული და ტრენდული იდეები სტუდენტებისთვის
დილით ლექციაზე მიდიხარ, საღამოს კი მეგობრებთან შეხვედრა გაქვს? როცა სწავლა იწყება და დატვირთული დღის გრაფიკი სახლში შერბენის საშუალებას არ გაძლევს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შენი ლუქი კომფორტულიც იყოს და ტრენდულიც.
დაიწყე რამდენიმე საბაზისო ნივთით, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციას მარტივად ეწყობა. საყვარელი ჯინსი ან თავისუფალი შარვალი შეუხამე ამინდის შესაფერის მაისურს, ჰუდის ან სვიტერს. თუ გარეთ დიდხანს გიწევს ყოფნა, აირჩიე კომფორტული ფეხსაცმელი და ტევადი ჩანთა.
თანამედროვე დატვირთულ რიტმში, სტუდენტური ჩაცმულობა ერთდროულად კომფორტულიც უნდა იყოს, სხვადასხვა გარემოს ერგებოდეს და, თან, შენს პირად სტილსაც მაქსიმალურად გამოკვეთდეს.
როგორ შევარჩიო უნივერსიტეტისთვის ყოველდღიური სამოსი?
დღეს, როცა მკაცრი დრეს-კოდის დაცვა აღარ არის საჭირო, უფრო მარტივია უნივერსიტეტისთვის სამოსი შენს რიტმს მოარგო. თუ დღის დიდი ნაწილი გზაში უნდა გაატარო და რამდენიმე ლექციას მიყოლებით დაესწრო, ჯობია ისეთი ქსოვილები და სილუეტები აარჩიო, რომელშიც თავისუფლად იგრძნობ თავს. ბამბის მაისური, თხელი ნაქსოვი სვიტერი და თავისუფალი შარვალი თითქმის ყველა სიტუაციას ერგება. თან მსგავსი ლუქისთვის დილით გასამზადებლად ზედმეტი დროის დახარჯვა არ დაგჭირდება.
თავისუფალი სტილის ჯინსები დღეს უნივერსიტეტში ჩასაცმელი საბაზისო ნივთია. აარჩიე წყვილი, რომელიც, შენი აზრით, ყველაზე მეტად გიხდება და შექმენი მასზე დაყრდნობით რამდენიმე განსხვავებული ლუქი. 2026 წელს აქტუალურია თავისუფალი, ბუნებრივი სილუეტები. ერთ დღეს შეგიძლია მაისურსა და კედებს შეუხამო, ხვალ კი - ელეგანტურ ბლუზას. თუ გასაუბრებაზე ხარ წასასვლელი, კლასიკურ პერანგსა და პიჯაკსაც უპრობლემოდ შეუხამებ. მეგობრებთან შეხვედრისთვის კი შეგიძლია რამე ორიგინალური აქსესუარით, მაგალითად ნაჭრის ქამრით ან დეკორატიული ჯაჭვით გააფორმო.
თუ გინდა უნივერსიტეტის ლუქებისთვის მაქსიმალურად გამოიყენო 2026 წლის აქტუალური ტრენდები, ეცადე მეტად ითამაშო პროპორციებით და კონტრასტული ფერების ნივთები შეუხამო ერთმანეთს.
მაგალითად, ოვერსაიზ ზედას სწორი ჯინსი შეუხამე, ფართო შარვალს კი უფრო მოკლე და გამოკვეთილი სილუეტის ზედა. კლასიკური მაისური ან პოლო ფართხუნა ჯინსებზე ან კლასიკურ შარვალზე ჩაიცვი. ასეთ ლუქთან დამატებით კონტრასტს შექმნის კლასიკური ფეხსაცმელი სტანდარტული კედების მაგივრად.
2026 წლის შემოდგომაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს დაპრინტული სამოსი, განსაკუთრებით ქვედაბოლოები და შარვლები. კვლავ ტრენდულია ასიმეტრიული დრაპირებაც. დამატებითი შთაგონებისთვის შეგიძლია გაეცნო Dressup.ge-ს ონლაინ მაღაზიის განახლებულ კოლექციებსაც და პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით ააწყო ახალი ლუქები.
თუ უფრო კლასიკურად ან ნეიტრალურ ფერებში იცვამ, იყავი უფრო თამამი აქსესუარებთან: ატარე ფერადი ჩანთა, სათვალე ორიგინალური ჩარჩოთი და მასიური სამკაულები.
რა ჩავიცვათ უნივერსიტეტში ცივ ამინდში?
ცივ ამინდში ფენები შენი საუკეთესო მეგობარია. ფერადი ან თეთრი პერანგი კლასიკური სვიტრის ქვეშ, ზემოდან კი ოვერსაიზ ქურთუკი ყოველთვის ტრენდულად გამოიყურება. თან, გარეთ თბილად ხარ, აუდიტორიაში კი შეგიძლია ზედა ფენები გაიხადო და უბრალოდ პერანგში დარჩე.
თან ასეთ კომბინაციაზე შეგიძლია ჩაიცვა როგორც მოკლე ქვედაბოლო, ისე ჯინსები. ერთი ლუქი უფრო კლასიკურ აკადემიურ სტილში ჯდება, მეორე კი უფრო თანამედროვეა.
ფენებად ჩაცმა 2026 წლის კაცების მოდაშიც ძალიან პოპულარულია. პოდიუმზე ჭარბობდა თავისუფალი სილუეტები, მსხვილი ნაქსოვი ტექსტურა და მოკლე, ოვერსაიზ მოსაცმელები, სადაც სვიტრის ზედა და ქვედა მონაკვეთები კარგად ჩანდა. ჩაცმის ეს სტილი სტუდენტური ლუქებისთვის ზედგამოჭრილია, თანაც მარტივ კომბინაციებში ინდივიდუალური სტილის ხაზგასმის საშუალებას იძლევა, რადგან ფერებთან და ტექსტურებთან თამაში შეგიძლია.
როგორი ფეხსაცმელი და ჩანთა შევარჩიოთ უნივერსიტეტისთვის?
თუ უნივერსიტეტში ხშირად მთელი დღეები ყოფნა გიწევს, მთავარია ფეხსაცმელი შენს ტემპს არ ჩამორჩეს. კლასიკური კედები და დაბალყელიანი ბოტასები ყოველთვის აქტუალური არჩევანია. ისინი ჯინსთანაც კარგად გამოიყურება, კლასიკურ შარვალთანაც და მოკლე ქვედაბოლოსთანაც. ამ შემთხვევაში, ტრენდებზე წინ შენი ინდივიდუალური სტილი დგება. ჰარმონიული ლუქის შექმნის ხასიათზე ხარ თუ კონტრასტულის? შეგიძლია, გრაფიკიდან გამომდინარე, ჯერ ფეხსაცმელი აირჩიო და შემდეგ მთელი ლუქი უკვე მასზე დაყრდნობით ააწყო.
ჩანთაც მსგავსი მიდგომით შეარჩიე. მთავარია, მთელი დღე კომფორტულად ატარო. ზოგი ერთად ატარებს ლეპტოპს, დამტენს, რვეულებს და მაინც კლასიკური, მხარზე გადასაკიდებელი ჩანთა უფრო ეკომფორტულება. ზოგს კი შესაძლოა მხოლოდ ბლოკნოტი და კონსპექტი ჰქონდეს თან და მაინც ზურგჩანთა მამაკაცებისთვის ერჩიოს.
ხშირად დასმული კითხვები
რა ჩავიცვათ უნივერსიტეტში ყოველდღიურად?
აირჩიე ის, რაშიც კომფორტულად გრძნობ თავს და დაუმატე რამდენიმე ინდივიდუალური დეტალი. ჯინსი ან ფართო შარვალი, მაისური ან თხელი სვიტერი და საყვარელი აქსესუარები კარგი დასაწყისია.
როგორ ჩავიცვათ უნივერსიტეტში კომფორტულად?
ხარისხიანი ქსოვილი და თავისუფალი სილუეტი შენი საუკეთესო მეგობრებია. თანაც 2026 წელს საშემოდგომო კოლექციებში სწორედ კომფორტია მთავარი ფოკუსი. ბამბა, შალი, რბილი დენიმი და თავისუფალი ჭრა ყოველდღიურ ლუქში ყოველთვის ამართლებს.
რა ჩავიცვათ უნივერსიტეტში პრეზენტაციის დღეს?
კლასიკური შავი შარვალი ან მუქი ჯინსი შეუხამე პერანგს ან სადა მაისურს. თუ პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვისაა (მაგალითად, საერთაშორისო კონფერენციისთვის), შეგიძლია ასევე დაამატო თავისუფალი ჭრის პიჯაკი.
როგორი ფეხსაცმელი შევარჩიოთ უნივერსიტეტისთვის?
ისეთი, რომელშიც მთელი დღის განმავლობაში კომფორტულად იგრძნობ თავს და თავისუფლად ივლი.
რა ჩავიცვათ უნივერსიტეტში ზამთარში?
რამდენიმე ფენით თამაში ექსპერიმენტების საშუალებას გაძლევს. ეცადე მაქსიმალურად გამოიყენო. შეუხამე ერთმანეთს პერანგი და სვიტერი, მაისური და ჰუდი, მოკლე ქურთუკი და ქვედაბოლო და ა.შ.
