Only & Sons - წარსულიდან მომავალში!

ისტორიის განმავლობაში, რიგი შეხედულებებისა თუ ეპოქის გამო, მამაკაცის მოდა ხშირად იჩაგრებოდა. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით საკმაოდ აქტიურ და განვითარებად ეტაპზეა გადასული. ამ ეტაპზე კი სწორედაც, Only & Sons ჩნდება. Only-ის ძმობილი ბრენდი, ერთგვარი სტილის შუქურაა, რომელიც წარსულის გამოცდილებას თანამედროვე ტენდენციებთან აერთიანებს. უამრავი ფერი, უამრავი სტილი და ინოვაციები - აი, როგორ გამოკვეთეს საკუთარი ნიშა მსოფლიოს მოდის მოყვარულთა გულებში.

მხოლოდ და მხოლოდ ისტორია!

ONLY & SONS - ის ფესვები ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან მოდის და კრეატიულობითაა შთაგონებული. მათი საწყისები ევროპული ტექსტილის დამუშავების ტრადიციებში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. ბრენდმა მამაკაცის სტილის ხელახლა განსაზღვრისთვის სკანდინავიური თავგადასავალი წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ მილანური თუ პარიზული და სხვა მოდის დედაქალაქების გამოცდილებაც კი შეისწავლა. სწორედ ამ ისტორიული მემკვიდრეობის შთაგონებით, Only & Sons-მა დაისახა მისია, შეექმნა ტანსაცმელი, რომელიც გასცდებოდა აწმყოს, რასაც დღემდე წარმატებით ახერხებს. ეს არის ერთგვარი დივერსიული აღქმა - თანამედროვე მოდას ჭირდება თანამედროვე სტანდარტები!

რა ამოძრავებს მოდას პარალელურად და თანაც ბრუნვადად

თითოეული კოლექცია, რომელიც მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი, დეტალების ზედმიწევნითი დაკვირვებითაა შექმნილი და საუკეთესო მასალების გამოყენებას მოიაზრებს. მაისურებითა და შარვლებიდან დაწყებული, ჯინსებითა და პერანგებით გაგრძელებული, ქურთუკებითა და აქსესუარებით დამთავრებული, ყველა მოდელი გამოხატავს დახვეწილობას, რაშიც ბრენდის მთავარი პრინციპები ჩანს - ახალგაზრდული განწყობა და ფერთა ფართო სპექტრი, ნებისმიერი გემოვნებისთვის! მიუხედავად იმისა, რომ ბრენდს მკვეთრად ტრადიციული, დანიური, განწყობა აქვს, არცერთი წამით არ ერიდებიან ინოვაციებს. მეტიც, თითქოს გაშლილი ხელით ელოდებიან თითოეულ სიახლეს. Only & Sons - მუდმივად სცილდება დიზაინში არსებულს საზღვრებს, ავსებს თავის კოლექციებს თანამედროვე გემოვნებითა და უახლესი ტექნიკით. თითოეული სეზონი ერთგვარი ახალი პერსპექტივაა, რომელმაც თანამედროვე ჯენტლმენების სტილი უნდა ჩამოაყალიბოს.

თანამედროვე მოდის გადაწერა

დღევანდელ დღეს, ე.წ. სწრაფი მოდა უფრო მეტს ქმნის, ვიდრე უბრალო, ყოველდღიურ ტანსაცმელს - ეს ზუსტად ის განაცხადია, რომელშიც ადამიანმა საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა გამოავლინოს, რადგან არჩევანი ძალზედ დიდია. Only & Sons-ს ეს ერთგვარი სენტიმენტი იდეალურად ესმის და შეიძლება ითქვას თანამედროვე მამაკაცის არქეტიპს აყალიბებს კიდეც. სიმართლე ვთქვათ! მნიშვნელობა არ აქვს ურბანული იერსახე იქნება თუ კლასიკა, ბრენდი მრავალმხრივ არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს, თავდაჯერებულად და რაც მთავარია მეტი და მეტი სიხალისით.

სად მიდიან მამაკაცები, როდესაც ნიუ იორკში მოდა იყინება?

თბილისი, ნიუ-იორკი… რა აერთიანებს ამ ქალაქებს? და რა აერთიანებს კიდევ ბევრ ქალაქს? ყველგან შეიძლება შეხვდეთ Only & Sons - ის ტანსაცმელს. მათ კოლექციებსაც ხომ ყველგან შეხვდებით, მაღაზიებშიც და ახალგაზრდებისთვის საყვარელ ონლაინ-პლატფორმებზეც (და დიახ, ჩვენთანაც, Jeans Gallery-ის მაღაზიებშიც და Dressup.ge-ზეც). ზუსტადაც, კომპლექსურად მარტივი მოდა ნებისმიერი ასაკისთვის! (და დიახ კიდევ ერთხელ, ოქსიმორონული კოლექციები ნებისმიერი გემოვნებისთვის) სანამ ჯერ კიდევ ზაფხულია და მოდას გაყინვა არ ემუქრება სჯობს ახალ-ახალ ფორმებსა და სტილს გაეცნოთ. დანიური ბრენდი (ჩემი არც თუ ისე სუბიექტური აზრით) ყველაზე მეტად მზის სხივებით გაჯერებულ ამინდს უხდება. სადა ფერის მაისურები მინიმალისტური გაფორმებით, ან იქნებ პირიქით ე.წ. საზღვაო პერანგები გსურთ პალიტრის მრავალ-მრავალი ნიმუშით. Only & Sons ყველაფერს გვთავაზობს თუ შორტი ან შარვალიც დაგჭრიდათ. მოკლედ გაცნობადაც ღირს და შეძენადაც!

ბოლოთქმად

ნოსტალგიური და მომავალი ტენდენციები. გახსოვდეთ, Only & Sons-ის ნათება ძალიან დიდხანს გასტანს თანამედროვე მოდაში. მდიდარი მემკვიდრეობა, ურყევი ერთგულება და მიდრეკილება ინოვაციებისადმი - ბრენდი კვლავ ხელახლა განსაზღვრავს მამაკაცის მოდის ლანდშაფტებს. სტილის მუდმივად ცვალებადობის დროსაც კი Only & Sons შენ ერთგულ მეგობრად დარჩება. მაშ აღმოაჩინე შენი ჩრდილოური ქარგი თანამედროვე მოდის გობელენში! (და რადგანაც ჩრდილოეთსა და მოდას შევეხეთ, შეიძლება ჯორჯ მარტინს ოდესმე ეთქვა, რომ - მოდა მოდის ჩრდილოეთიდან!)

Only & Sons-ის უახლესი, მრავალფეროვანი კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ Jeans Gallery-ის მაღაზიებში ან ონლაინ Dressup.ge:

• პეკინის გამზ. 14ა
• „მერანი" - რუსთაველის გამზ. 42
• „სითი მოლი გლდანი“ - ხიზაბავრის 1
• „რუსთავი მოლი“ - შარტავას გამზირისა და ლომოურის ქუჩის კვეთა
• „ზუგდიდი მოლი“ - კოსტავას ქუჩა 28

© ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას