Aiრჩიე და მოირგე

როგორ შეხვდა ხელოვნური ინტელექტი მოდას? 

ალბათ ყველასათვის ნაცნობია ის მომენტი, როდესაც ონლაინ შოპინგისას ზუსტად იმ ნივთს პოულობ, როგორიც გინდა, მაგრამ გულში მაინც ის მარადიული კითხვა გიჩნდება - ნეტავ, როგორ მომერგება?

სწორედ ამ კითხვას პასუხობს Dressup.ge-ს ახალი ტექნოლოგიური ფუნქციონალი - ‘მოირგე AI’.

რა არის ‘მოირგე AI’?

ფერების შეხამებისას ორი ძირითადი სტრატეგია არსებობს: ჰარმონია და კონტრასტი.

თუ შენი მიზანია ერთიანი სტილის შექმნა, სადაც არც ერთი დეტალი ზედმეტად არ „ყვირის“, მაშინ ფერები ჰარმონიულად უნდა შეახამო. ამ ეფექტის მიღწევის ყველაზე მარტივი გზა მონოქრომული დაწყვილებაა – ჩაიცვი ერთი ფერის, თუნდაც სხვადასხვა ტონალობის სამოსი და შეუხამე იმავე ფერის ფეხსაცმელი. მაგალითად, მუქ ლურჯ კოსტიუმს ჰარმონიულად დაუწყვილდება ცისფერი ან თუნდაც სხვა ტონის მუქი ლურჯი ფეხსაცმელი. კიდევ ერთი ხრიკია „ფერის სვეტის“ შექმნა – როცა თავიდან ფეხებამდე მსგავს ფერებს იცვამ და ქმნი უწყვეტ ვერტიკალურ ხაზს, რომელიც ვიზუალურად სილუეტს აგრძელებს და უფრო მაღალს გაჩენს.

Aiრჩიე და მოირგე

Dressup.ge და გლობალური ტენდენციები…

მსოფლიოში მოდის წამყვანი პლატფორმები სულ უფრო მეტად იყენებენ AI-ს: Amazon გთავაზობს სტილის რეკომენდაციებს, Zalando - ზომის პროგნოზს, ASOS კი ვირტუალურ მოდელებს.

Dressup.ge ამ ტალღას ქართული ხასიათით უერთდება - ქმნის გარემოს, სადაც ტექნოლოგიები ინსპირაციის წყარო ხდება. ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზეც უკვე მზად ვართ ჭკვიანი შოპინგის ეპოქისთვის, სადაც არჩევანი სწრაფი, ზუსტი და ინტერაქციულია.

ვინ დგას ინოვაციის უკან?

„მოირგე AI“ პროექტზე Dressup.ge-მ SEO სააგენტო Alpaca-ს AI გუნდთან ერთად იმუშავა. ალპაკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სააგენტოა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ბიზნესების ზრდისა და ციფრული ხილვადობის გასაუმჯობესებლად იყენებს. სწორედ მათი ექსპერტიზით შეიქმნა ფუნქციონალი, რომელიც ქართული შოპინგ კულტურის ახალ საფეხურს ქმნის.

ტექნოლოგიები იცვლებიან, მაგრამ სტილი - ყოველთვის შენია. ამიტომ, მოემზადე, Aiრჩიე პროდუქტი Dressup.ge-ზე, გამოცადე ახალი ფუნქციონალი და ნახე, როგორ გიხდება მომავლის ტექნოლოგიები. 

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას