2025, 8 ივნისი - დღეს დრესაპის დაბადების დღეა! ყველაფერი კი 1994 წელს, Levi’s-ის ჯინსებთან ერთად დაიწყო.
თუმცა ეს ამბავი უკვე უნდა იცოდეთ! სხვა შემთხვევაში კი გაეცანით დრესაპ ჯგუფის ისტორიას
სანამ ჩვენი გატარებული წლის შესახებ მოგითხრობთ, დრესაპის ერთგულ მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. 8-9 ივნისს - Dressup Card-ის მფლობელები დამატებით -25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ, როგორც ახალ, ასევე უკვე შუასეზონურად ფასდაკლებულ კოლექციაზე მაღაზიებში: ….
დრესაპ აუთლეთში კი მხოლოდ 8 ივნისს, უკვე 50%-მდე ფასდაკლებულ კოლექციებზე, დამატებით 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს დრესაპ ბარათის მფლობელთათვის.
ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ!
ჩვენ მუდმივად ვეძებთ სიახლეებს, ვაგრძელებთ გაფართოებას, ვსწავლობთ საერთაშორისო გამოცდილებებით და ვერგებით თითოეული თაობის მოთხოვნებს - და ამ კუთხით არც 2024-25 წლები იყო განსხვავებული.
უკანასკნელი წელიწადის განმავლობაში კომპანიას ათობით თანამშრომელი შემოუერთდა, ჩვენთვის კი სასიხარულოა თითოეული ახალი გამოცდილება.
2024 წლის ნოემბერში ჩვენი “აუთლეთური” ხაზი სრულიად ახალი კონცეფციით წარსდგა - გამარტივებული და ორგანიზებული შოპინგი, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ქალის, მამაკაცის და ბავშვის სექციებადაა დაყოფილი. მაგრამ ეს ხომ ჩვეულებაა, Dressup Outlet-ის მთელი პრინციპი ზომების მიხედვით დაყოფილ სივრცეების იდეას ეფუძნება (‘აუთლეთის’ მიმართულებით კი ახლო მომავალში კიდევ მრავალი სიახლე იგეგმება...)
სიახლე იყო ჩვენს პორტფოლიოშიც - სკანდინავიური ბრენდების სიას, Vero Moda შემოუერთდა. ბრენდი, რომელიც ერთის მხრივ სრულყოფს ქალის გარდერობს, როგორც კლასიკური, ასევე ყოველდღიური სტილით. მეორე მხრივ კი უფრო აღრმავებს ‘დრესაპ ჯგუფსა’ და BESTSELLER-ს შორის პარტნიორობას ! (და ისე თურმე კოლექციებზე იძახიან დანიელ ქალებზე მეტად თუ არა, ქართველ ქალებსაც მშვენივრად ამშვენებთო!)
ქალებისთვის გულის გასახარად, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა Triumph-ის ჩვენს პორტფოლიოში გამოჩენაც, მას შემდეგ კი გერმანულ, თეთრეულის, საცურაო კოსტიუმებისა და სახლის სამოსის ბრენდს “დრესაპული” განწყობა აქვს.
31-ე წელი მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ბევრი ახალი და გამორჩეული კოლექცია შემოგვემატა. ასეთი იყო Adidas, ისევე როგორც Barbour, ბრიტანული სამეფო ბრენდი, რომელი მიმართულებითაც ქალის კოლექციებიც შემოგვემატა. დიდი სიახლე იყო Calvin Klein-ის დაბრუნებაც მოდის კვირეულზე და კაფსულა კოლექცია, რომლის შეძენასაც რეგიონში, მხოლოდ ჩვენ მაღაზიაში შეძლებდით. თითოეულ მათგანთან ერთად (და რა თქმა უნდა ჩვენს ყველა სხვა ბრენდთანაც ერთად) წინ დიდი ამბები გველის!
გამორჩეული ცვლილებები იყო ჩვენს ციფრულ პლატფორმაზეც. Dressup Home მთელი თავისი ნიშური და გამორჩეული პროდუქციით სულ ახლახან ჩაეშვა - თქვენ სახლებს კი ხომ გახსოვთ, თქვენი გარდერობივით სჭირდებათ ინდივიდუალური სტილი. ასევე, განახლდა Dressup Card-ის პორტალი და ყველა პროცესი უფრო გამარტივებული გახდა.
დრესაპისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გვემასპინძლა PVH-ის (Calvin Klein, Tommy Hilfiger და Tommy Jeans - PVH-ის ქვეშ არიან გაერთიანებულები) პირველი რეგიონული ტრენინგისთვის. ეს მოვლენა კი, როგორც პარტნიორობის გაღრმავების, ასევე მაღაზიებში არსებული სერვისი კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების კუთხით იყო გამორჩეული.
არ უნდა გამოგვრჩეს ის ამბავი, რომ ყველაფერი საქართველოში ხდება! ‘დრესაპისთვის’ კი ქართველობა და ქართულობა ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც ისევ აღგვაფრთოვანებს რუსო დანელიას შექმნილი ‘სავალის’ და ‘ატრიო|რუსოს’ კოლექციები, ისევ გულმხურვალედ ვგულშემატკივრობთ ფერეიდნელი ქართველებით დაკომპლექტებულ ფეხბურთის სამოყვარულო გუნდს და ისევ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ქართველ ცნობად სახეებთან, რომელთან ერთად შექმნილი კამპანიების რიცხვი წელს 20-საც გასცდა - მათ შორის თინათინ მარგალიტაძესთან ერთად ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლა კი განსაკუთრებით გვახარებს!
ახლა კი მომავალ წელს დაველოდოთ!
სამომავლო გეგმები მრავლადაა - მიმდინარე ზაფხულისთვის ახალი შთაგონებები გვაქვს მზად, თანაც მალე სრულიად დრესაპის პორტფოლიო სრულიად ახალი მიმართულები განვითარდება ხაზი გამოჩნდება … უკვე არსებულ მაღაზიებში კი უფრო დიდი მრავალფეროვნებაა დაანონსებული.
მაგრამ ბლოგის დასაწყისიდან ხომ გახსოვთ… ჩვენ მუდმივად ვეძებთ სიახლეებს, ვაგრძელებთ გაფართოებას, ვსწავლობთ საერთაშორისო გამოცდილებას და ვერგებით ჩვენი ერთგული მომხმარებლების მოთხოვნებს - სწორედ ამიტომაა საჩუქრები თქვენთვის: 8-9 ივნისს, იუბილეს დამატებით 25% და 20%-იანი ფასდაკლებით აღნიშვნა არ დაგავიწყდეს!