სპორტი, როგორც ცხოვრების სტილი: ფიტნეს ბლოგერის - ნინო გოგუაძის (ნინიკუშკას) რჩევები

ამ ბლოგში ნინო გოგუაძე გვესაუბრება საკუთარ გამოცდილებაზე და მოგვიყვება როდის და როგორ დაიწყო აქტიური სპორტული ცხოვრება. ამასთან ერთად, ვარჯიშისა და სირბილის უკეთესი გამოცდილებისთვის, გაგვიზიარებს მცირე რჩევებსაც.

ნინიკუშკამ პირველად სირბილი 2013 წელს დაიწყო, მცირე პაუზის შემდეგ კი 2015 წელს ისევ განაახლა და მის რუტინას სპორტ-დარბაზში სიარულიც დაემატა. სირბილი და სპორტ-დარბაზში სიარული მისთვის დღის შემადგენელი ჩვეულებრივი ნაწილი არ არის - ეს შინაგანი დისციპლინის, საკუთარ თავზე ზრუნვის მცდელობისა და თვითგამოხატვის ნაწილია.

„მეორე დიდი მოტივაცია ჩემი მეუღლე იყო - მაშინ შეყვარებულები ვიყავით, მორაგბე იყო და მისმა ცხოვრების სტილმა მეც შემიტყუა.”

რა გეხმარება ისეთ დღეებში, როცა სირბილის სურვილი არ გაქვს?

„მოტივაცია სულ არ გვაქვს - არავინ დარბის მხოლოდ მოტივაციით.”

ნინოს ასეთ დროს კმაყოფილების ის შეგრძნება ახსენდება, რაც სირბილის დასრულებას ახლავს თან.

იგი სხვადასხვა მიზნით დარბის, ხან Wings for Life World Run-ისთვის ემზადება, ხან ნახევარმარათონისთვის, ხშირად კი უბრალოდ სიამოვნება და განტვირთვაა მიზეზი - ახალი ადგილების აღმოჩენის იმედად.

„ვარჯიშმა მთლიანად ცხოვრება შემიცვალა - დღეს ჩემი კალენდარი ვარჯიშის გარშემო დგება.”

სირბილის დროს რას უსმენ - მუსიკას, პოდკასტს, თუ გირჩევნია ფიქრებთან მარტო დარჩე?

„მუსიკის გარეშე სირბილი არ მიყვარს. სულ სხვადასხვა ფლეილისთებს ვუსმენ - ერთი კონკრეტული სტილი არ მაქვს, რაც მოტივაციას მაძლევს”

ქალაქის ქუჩებში სირბილი მისი საყვარელი მარშრუტია, რადგან ასე ყოველთვის აქვს საშუალება, დააკვირდეს ხალხს.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სარბენ ფეხსაცმელში - კომფორტი, სიმსუბუქე თუ სტაბილურობა?

კომფორტულობა ის თვისებაა, რასაც ნინო ფეხსაცმელში ეძებს. შემდეგ ყურადღებას აქცევს ფეხსაცმლის ზედაპირსა და სირბილის მანძილს - იმის მიხედვით, სტაბილურობა სჭირდება თუ ამორტიზაცია. იგი სარბენ ტანსაცმელსაც ყოველთვის გარემოსა და მიზნის მიხედვით არჩევს - მარათონზე მნიშვნელოვანია ფერადი და გამორჩეული სტილი, ხოლო ყოველდღიურ სირბილში მთავარი კომფორტია.

სირბილისთვის შესაფერის კომფორტულ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს კი Dressup.ge-ის სპორტის კატეგორიაში აღმოაჩენთ, სადაც დაგხვდებათ On, SAUCONY HOKA, Adidas-ის და კიდევ სხვა მრავალი ბრენდის კოლექციები.

რას ეტყოდი ადამიანს, ვისაც სირბილის დაწყება უნდა, მაგრამ სულ გადადებას ცდილობს?

„ყველაზე რთული პირველი ნაბიჯია...”

ნინო გვირჩევს, რომ მთავარია უბრალოდ დავიწყოთ.  გადავდგათ პირველი ნაბიჯი და არ შევადაროთ საკუთარი თავი სხვებს, რადგან რაც სოციალურ მედიაში ჩანს, უკვე სხვა ადამიანების შედეგია. არ აქვს მნიშვნელობა, 10 წუთს დარბიხარ თუ 10 კილომეტრს, მთავარი ძალისხმევა და მონდომებაა, შედეგი კი თავისთავად და ეტაპობრივად მიიღწევა.

Wings for Life-ისთვის მზადება რით განსხვავება ჩვეულებრივი სირბილისგან?

ნინოსთვის და ზოგადად ყველასთვის, Wings for Life World Run არ არის მხოლოდ გარბენი, რადგან, აქ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ დარბიხარ. ამჯერად მნიშვნელოვანი და დიდი მიზანიც გაერთიანებს სხვა ადამიანებთან მსოფლიოს გარშემო - შეგროვდეს თანხა ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის.

მზადებას მეტად პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან ამ გარბენს არ აქვს ფინიშის ხაზი და სავალდებულო მანძილი.

მთავარია, რომ გარბენის დღეს არ ჩაატარო ექსპერიმენტები და ყველაფერი წინასწარ გათვალო - შეარჩიო შენი რიტმი და არ გადაუხვიო გეგმას.

ჩვენ კი ერთმანეთს Wings for Life World Run 2026-ზე შევხვდებით დინამო არენაზე!

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას