2026 წლის გაზაფხულის 5 მთავარი ტრენდი პრემიუმ ბრენდებისგან

შენ რითი იწყებ გაზაფხულს?

მოდის მოყვარულებში ეს სეზონი განახლებით იწყება, როდესაც დროა ქურთუკები და ბათინკები გვერდზე გადავდოთ. ამ დროს ჩვენი გარდერობი ბუნების მსგავსად იღვიძებს და ქალაქის ნაცრისფერ ტონებსაც ივიწყებს. 

თუ გაინტერესებს, რა ფერებსა თუ სტილს შეხვდები ქუჩაში სეირნობისას, ანდაც შენს სამსახურეობრივ გარემოში, ეს გზამკვლევი ნამდვილად შენთვისაა. 

გზამკვლევში შეხვდები: 

  1. 5 ყველაზე მთავარ ტრენდს 2026 წლის გაზაფხულზე. 
  2. პრემიუმ ბრენდების უახლეს მოდელებსა და მათი მორგების ვარიაციებს.
  3. ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს.

ტრენდი 1: მემკვიდრეობის ახალი ინტერპრეტაცია

2026 წლის გაზაფხულის ერთ-ერთი გლობალური ტრენდი მხოლოდ „რეტრო“ სტილის დაბრუნება კი არა, მოდის სახლების ისტორიის ახლებურად გააზრებაა. ქვემოთ წარმოდგენილმა ბრენდებმა საკუთარი საკულტო მოდელების დნმ თანამედროვე კონტექსტს დაუკავშირეს.

მაგალითად, ლაკოსტის კრეატიული დირექტორი პელაგია კოლოტუროსი აგრძელებს ბრენდის სპორტული ცხოვრების წესს. მას სურს მაღალი მოდის საზღვრები მოიხსნას და სინამდვილეში დაბრუნდეს. იმ წარსულის მოგონებებში, სადაც ჩოგბურთთან ასოცირებული სტილი ყველასათვის მიმზიდველი იყო. შესაბამისად, მის ახალ კოლექციაში ჩანთა, შესაძლოა ქალის კაბას დამესგავსოს, ქალის კაბები კი მამაკაცის პოლოებთან ერთად, ისევ და ისევ კორტთან იწვევდეს ასოციაციას.

ტრენდი 2: ფერი და კონტრასტი - Quite Luxury-ის დასასრული?!

2026 წელს არაერთი მოდის ჟურნალი მსგავსი სათაურებით გაივსო. ისინი ერთხმად ვარაუდობენ, რომ ნეიტრალური ფერების დრო წავიდა. ახლა პრინტების, მკვეთრი ფერებისა და მაქსიმალიზმის დრო მოვიდა. Loud Luxury, ახალი სახელიც უკვე მოუფიქრეს ტრენდს. მიუხედავად იმისა, რომ Quite Luxury ნამდვილად არ დასრულებულა და ჩვენი ტრენდების სიაშიც შეხვდები, მცირე დროით ახალ სტილსაც უნდა შეავლო თვალი.

Guess-ის კოლექციაში გაზაფხული ყველაზე მეტად დადგა. ქალის კლასიკური პიჯაკი, უკვე მეტი ყვავილით! უბრალო თეთრი მაისური? ყვავილის პრინტი მას უკვე იდეალურად აქცევს. ფერები კი ყველაზე დიდ როლს თამაშობს თითოეულ არჩევანში.

Liu Jo-საც უყვარს ყვავილები და ნაჭრის ქურთუკი ერთად. ტრენდულობის გრაფაში მათაც 1 ქულა უნდა ჩავუწეროთ.

აი Barbour კი ნამდვილად ამ დროს ელოდა. ბრიტანული პრემიუმ ბრენდი ერთდროულად ბევრ კატეგორიას აკმაყოფილებს - როგორც ისტორიასთან კავშირს, ისე მრავალი ფერის ერთად წარმოჩენას, ასევე იმ დაპირებულ Quite Luxury-ის, რომელსაც სულ მალე გაეცნობი. 

რასთან მოირგო? Guess-ის floral პრინტები მუქი ფერის ჯინსებთან. Barbour-ის ფერადი გარე ფენები კი მკვეთრი ფერის შიდა ჩასაცმელს. Liu Jo-ს პრინტებთან კი შარფი ან სათვალე გამოდგება ნეიტრალური ფერებით, რათა ფოკუსი ტანსაცმელზე დარჩეს.

ტრენდი 3: სპორტი და მოდა

ტომი ჰილფიგერი ამ სეზონს საფეხბურთო კლუბ ლივერპულთან კოლაბორაციით შეხვდა. სულ ცოტა ხნის წინ კი, Formula 1-სა და Cadillac-თან თანამშრმოლობაც, კოლექციის სახით გამოჩნდა. მოსაცმელი, სპორტული ზედა თუ ჟილეტი, ყველაფერი მომავალი წარმატების იმედითაა განჟღენთილი. 

დაკოტა ჯონსონთან გადაღებული ვიდეოს შემდეგ, როგორ შეიძლება Calvin Klein გაზაფხულის ტრენდების სიაშიც არ მოხვედრილიყო? მათი ფსონიც სპორტულ კოლექციებზეა გაკეთებული. ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდე რა ხასიათს ატარებს ნებსმიერი სხვა მოდელი. მეტიც, სავარჯიშო ატრიბუტებსაც კი მრავლად შეხვდები. 

რასთან მოირგო? Tommy Hilfiger-ის კოლექციის სპორტული ზედა ან ჟილეტი უფრო ქუჩის სტილს მოუხდება. Calvin Klein-ის სპორტული კოლექცია კი ბუნებაში მოწყობილ პიკნიკებს, ანუ ყველაფერს კომფორტულს. 

ტრენდი 4: შავი და Quite Luxury

თითოეულ ფეხსაცმელსა თუ ტანსაცმელზე ამოკითხული ‘Barbour’, თავად არის იდეალური განმარტება Quite Luxury-ისთვის. მათთვის არც შავი ფერის ჩართვაა პრობლემა, იქნება ეს ქამარი თუ ბოტები წვიმიანი დღეებისთვის. 

Liu Jo-ს კლასიკური შარვლები ყველგან გამოდგება. საღამოს გასასვლელად თუ ოფისში, ფერთა არჩევანი დიდია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ბრენდიც ახერხებს მინიმალიზმსა და მაქსიმალიზმს შორის იდეალური ბალანსის დაცვას.

მამაკაცის პოლოებსაც არაერთ ბრენდთან შევხვდებით, იქნება ეს Guess, Lacoste, Barbour თუ სხვა. მუქი ლურჯი და ყავისფერი კი ყველაზე მოთხოვნადია ამ პერიოდისთვის.

როგორ მოირგო? ამ სტილის ყველაზე კარგი გამოყენება ისევ და ისევ კლასიკურ ტანსაცმელთანაა. ფერებით თამაში უსასრულოდ შეგიძლია, ყავისფერი, მუქი ლურჯი, შავი, კრემისფერი და სხვა მსგავსი ტონების მქონე ტანსაცმლით, მილიონობით კომბინაცია შეიძლება შედგეს.

ტრენდი 5: აქსესუარი, როგორც განაცხადი.

ამ სეზონს "styling know-how-ის სეზონად" მოიხსენიებენ. FASHION Magazine წერს, რომ ერთი სწორად შერჩეული ნივთი ათ ნეიტრალურ ნივთს ჯობს.

გესის, ლაკოსტისა და ბარბორის შარფები ამ საქმეს იდეალურად შეასრულებენ. ფერები და დეტალები თავად აკეთებენ განაცხადს. 

Harper's Bazaar Singapore-ისგან კი ვიგებთ: „თუ გასულ სეზონში მიკრო ჩანთები ბატონობდა, 2026 გაზაფხული ზომის ზრდას ნიშნავს - ფართო ფორმები დიდი ძალებით ბრუნდება და ამჯერად ფუნქციურობასაც ითავსებს.” Gianni Chiarini-ს ჩანთები, სწორედ ამ კატეგორიაში გადის. 

თუმცა, როგორც უკვე ვისწავლეთ, ტრენდები ერთდროულადაც არსებობენ, ზომას კი მნიშვნელობა არ აქვს, თუკი „განაცხადი“ მნიშნველოვანია. ლიუ ჯოს, ლაკოსტის, ბარბორისა და გესის ჩანთები, თავ-თავიანთ მკვეთრ და აღქმად ფერებთან ერთად პოპულარობას ნამდვილად არ დაკარგავენ და მეტიც, ბევრის გარდერობში დაიმკვიდრებენ ადგილს.

რასთან მოირგოთ? ყველაფერთან, ისინი თავად აკეთებენ განაცხადს. 

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება ამ ტრენდების გარდა სხვაც აღმოვაჩინო?

კი, და რეალურად ეს ყველაზე სწორი მიდგომაა. 2026 წლის გაზაფხული ერთ კონკრეტულ მიმართულებას არ გაწვდის. ტრენდები უფრო გზის მაჩვენებელია, ვიდრე წესების წიგნი. Dressup.ge-ზე ახალი კოლექციების მრავალფეროვანი არჩევანია.

აუცილებელია ტრენდებს ავყვე?

არა და თანამედროვე მოდის არსიც ზუსტად ამაშია. თუ ადრე ტრენდების მიყოლა „საჭირო“ იყო, ახლა შენ ირჩევ იმას რაც გსურს. 

რა არის ყველაზე მარტივი ტრენდი, რომლის მორგებაც შემიძლია?

სპორტი და ყოველდღიური სტილის შერწყმა. ერთი პოლო, ერთი სპორტული ზედა ან ჟილეტი და უკვე ჩართული ხარ ამ სტილში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

თუ ფერები არ მიყვარს, საერთოდ არ ვერგები 2026-ს?

ერგები. როგორც აღვნიშნეთ Quiet Luxury არსად წასულა.

აქსესუარებზე რატომ არის ასეთი დიდი აქცენტი?

იმიტომ. რომ ლუქის აწყობის ფორმა შეიცვალა. ერთი ჩანთა, სათვალე ან შარფი უკვე საკმარისია, რომ მთლიანად შეცვალოს შენი სტილი. აღარ არის საჭირო ყველა სხვა დეტალი ჰარმონიულად იყოს თანხვედრაში.  

შეიძლება ერთ ლუქში რამდენიმე ტრენდი შევათავსო?

არა მხოლოდ შეიძლება, არამედ ეს უკვე ნორმაა. მაგალითად:

სპორტული ზედა + კლასიკური შარვალი + დიდი ჩანთა = სამ ტრენდს ერთად.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას