Dressup Home - ბრენდები კომფორტული, პრაქტიკული და ესთეტიკური სახლისთვის
ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ სახლი ის სივრცეა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და მყუდროდ უნდა ვგრძნობდეთ. აქ ვპოულობთ სიმშვიდეს კვირის დღეებში, ხოლო შაბათ-კვირას ის იქცევა ადგილად, სადაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ვხვდებით და გემრიელი კერძებისა და სამაგიდო თამაშების ფონზე ერთად ვატარებთ დროს.
ამიტომ, Dressup.ge-ს სახლის კატეგორიაში ყველა ის ბრენდი თუ ნივთი დაგხვდებათ, რაც სახლის კომფორტულად მოწყობაში დაგეხმარებათ. ამ სტატიაში კი მოგიყვებით Salt & Pepper, S/P Collection, De Buyer და Koopman-ზე - ბრენდებზე, რომელთა პროდუქტებიც სახელდახელოდაა შერჩეული, რათა ყველამ შეძლოს მისთვის კომფორტული ინტერიერის მოწყობა.
Salt & Pepper - ყოველდღიური სიმარტივე ჩვენს სახლებში
Salt & Pepper უკვე სამი ათწლეულია ქმნის სამზარეულოსთვის განკუთვნილ ნივთებს, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინს და ხარისხს. ბრენდისთვის სახლი მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკა არ არის - ეს არის სივრცე, სადაც კომფორტი და ყოველდღიური სიმყუდროვე უნდა იგრძნობოდეს. სწორედ ამიტომ, მათი კოლექციები გამოირჩევა მინიმალისტური სტილითა და ფუნქციურობით, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მარტივსა და პრაქტიკულს ხდის.
Salt & Pepper გთავაზობთ ჩაისა & ყავის ჭიქებს, ქილას, დესერტის თეფშებს, სამარილესა და საპილპილეს. ბრენდის კოლექციებში ასევე შეხვდებით სერვირების თეფშებსა და სხვა საჭირო ნივთებს გემრიელი მასპინძლობისთვის.
მართალია, ბრენდის დიზაინი სიმარტივეზე ფოკუსირდება, თუმცა ზოგიერთ ნივთში იპოვით ფერებისა და განსხვავებული პატერნების ერთობლიობას, რაც ყოველდღიურ და განსაკუთრებულ დღეებს უფრო მრავალფეროვანს ხდის.
სამზარეულოს ნივთები - იქნება ეს სერვირების თეფში, თუ ყავის ჭიქა - მზადდება თიხისგან, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის გამძლეობასა და ხარისხს.
S/P Collection - Salt & Pepper-ის ექსკლუზიური ხაზი
მაშინ, როდესაც Salt & Pepper ყოველდღიურ სიმარტივეს უსვამს ხაზს, S/P Collection აერთიანებს იმ დეტალებს, რომლებიც სუფრას უფრო ელეგანტურ და მინიმალისტურ იერს სძენს.
Dressup.ge-ზე შეხვდები S/P Collection-ის ჭიქების კომპლექტს სხვადასხვა სასმლისთვის, იქნება ეს ღვინო, შამპანიური. ასევე, ლანგარს, ქვაბს, ყველის დაფას და სერვირების სხვა საჭირო ნივთებს.
De Buyer - ფრანგული ავთენტურობა პროფესიონალი და მოყვარული მზარეულებისთვის
De Buyer-ის სამზარეულოს ინვენტარს ერთხელ მაინც თუ გამოცდი, მიხვდები რატომ არის მსოფლიოში კულინარიის ამდენი მოყვარულის რჩეული ბრენდი.
ბრენდი 1830 წელს საფრანგეთის ჩრდილოეთით შეიქმნა და იმ დროიდან მოყოლებული, ქმნის სამზარეულოს გამძლე ინვენტარს.
De Buyer-ის კოლექციები გამოირჩევა სხვადასხვა მასალითა და დანიშნულებით შექმნილი ნივთებით. ალუმინის ტაფა და ქვაბი მსუბუქია, მარტივია მისი მოხმარება და თან, ადვილადაც თბება. ამავდროულად, მეტალის მასალა გამძლეა და წლების განმავლობაში ჩვენი თავდაუზოგავი მეგობარია სამზარეულოში.
თუ სხვადასხვა აზიური კერძების მომზადება შენი ჰობი და მისწრაფებაა, Dressup.ge-ზე იპოვი De Buyer-ის Wok-ის ტიპის, ღრმა ტაფებს, ხოლო დილის საუზმით დაწყება თუ შენი რუტინის ნაწილია, ჩვენთან იპოვი მეტალის ტაფებს, გამოყოფილი სივრცეებით, რათა ერთ ტაფაზე მოამზადო ფენქეიქი, კვერცი და ბეკონი.
Koopman - სამზარეულოს ნივთები ხელმისაწვდომ ფასად
1937 წელს ამსტერდამში დაარსებული ბრენდი Koopman-ი, გამოირჩევა ხელმისაწვდომი და ფუნქციური ნივთებით, როგორც დეკორში, ასევე ტექსტილსა და სამზარეულოს აქსესუარებში.
Koopman-ისთვის ჭურჭელი და სამზარეულოს აქსესუარები ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. მის კოლექციებში შეხვდები პასტელურ და ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილ ნივთებს, რომლებიც მარტივად ერგება ნებისმიერი სტილის სამზარეულოს. თუ ფუსფუსი და ახალი კერძების მომზადება შენი ჰობია, აუცილებლად დაგჭირდება სამზარეულოს ხელთათმანი, ჩაის ტილო და სხვა ფუნქციური ინვენტარი, რომლის შერჩევაც ხელმისაწვდომ ფასად Dressup.ge-ზე შეგიძლია.
გარდა სამზარეულოს ნივთებისა, ჩვენთან, ასევე, აღმოაჩენ Koopman-ის თანამედროვე დიზაინის ვერცხლისფერ სასანთლეს, მრავალფეროვანი დიზაინის ლარნაკებსა და დეკორის სხვა ნივთებს სასურველი ატმოსფეროს შესაქმნელად.
თუ ამ ბლოგში ჩამოთვლილი ბრენდებიდან რომელიმემ დაგაინტერესა - მათი კოლექციების დათვალიერებას Dressup.ge-ზე შეძლებ. შოპინგისას ისარგებლე უფასო მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო თბილისის ფარგლებში შეგიძლია სწრაფი მიტანის სერვისი აირჩიო და შეკვეთა სულ რაღაც 3 საათში მიიღო.
აღმოაჩინე Salt & Pepper, S/P Collection, De Buyer, Koopman და კიდევ მრავალი ბრენდი Dressup Home-ის კატეგორიაში.
