ცივი სეზონის მოახლოებასთან განსაკუთრებით აქტუალური ხდება ერთად პატარებისთვის ახალი საიმედო და მოსახერხებელი ფეხსაცმლის შერჩევა. ბავშვის ფეხის სწორად განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ფეხსაცმელი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მსუბუქი. მაღალი ხარისხის მასალები და სწორი კალაპოტი უზრუნველყოფს იმას, რომ პატარამ მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად იმოძრაოს, ისე რომ ფეხი მუდამ თბილად და კომფორტულად ქონდეს.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს პრემიუმ ხარისხის ბათინკებისა და შუზების მრავალფეროვან კოლექციას. ჩვენს პლატფორმაზე აღმოაჩენ ავთენტურ მოდელებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან, რომლებმაც რეპუტაცია მაღალი ხარისხით დაიმსახურეს: LUMBERJACK, HUGO, KARL LAGERFELD, Tommy Hilfiger, Wrangler და ა.შ. უმაღლესი ხარისხის მასალები და დახვეწილი დიზაინი გაძლევს საშუალებას, მცირე ძალისხმევით შექმნა შენი პატარასთვის მართლაც ინდივიდუალური და გამორჩეული გარდერობი.

შეიძინე ხარისხიანი და ტრენდული ბავშვის შუზები და ბათინკები ონლაინ

ჩვენს კოლექციაში აღმოაჩენ ბავშვის თბილი ფეხსაცმლის საუკეთესო არჩევანს. გვაქვს ათობით მოდელი ყველა ასაკის ბავშვისთვის, ყველაზე პატარებიდან დაწყებული, 15-16 წლის მოზარდებით დამთავრებული. არ აქვს მნიშვნელობა როგორი დატვირთული რეჟიმით ცხოვრობს შენი შვილი ან რა სტილის ფეხსაცმელში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად - პლატფორმაზე აუცილებლად იპოვი რამდენიმე მოდელს მაინც, რომელიც მის სტილს მოერგება. თუმცა თუ განსაკუთრებით აქტიურია, შეგიძლია დაათვალიერო ცალკე ბავშვის სპორტული ფეხსაცმლის კოლექციაც, რომელიც მოძრაობას კიდევ უფრო აადვილებს და ფეხს საიმედოდ იცავს.

მართალია სრულყოფილი და გემოვნებიანი ლუქის ასაწყობად ფეხსაცმელი საკმარისი არაა - თუმცა კი ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის დახვეწილ შუზებს ყველაზე იდეალურად თავისუფალი ჭრის ნაჭრის ბავშვის შარვალი ან ბავშვის ლამაზი ქვედაბოლო შეგიძლია შეუხამო. ხოლო უფრო თავისუფალის ლუქისთვის კი, როგორც წესი, კლასიკურ ბავშვის ჯინსის შარვალს ირჩევენ - ასეთ ლუქს დახვეწილი შუზები კონტრასტის საშუალებით უფრო პეწიან იერს სძენს. ხოლო როდესაც გარეთ ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს, თბილ ბათინკებთან ერთად ბავშვის კომბინიზონი ზუსტად ის კომბინაციაა, რომელიც პატარას სიცივისგან საიმედოდ დაიცავს.

ჩვენთვის შენი კომფორტი პირველ ადგილზე დგას. იმისთვის, რომ ონლაინ ბავშვისთვის შოპინგი მაქსიმალურად მარტივი იყოს, დავნერგეთ ინოვაციური სერვისი
“მოირგე”. ახლა შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად გაარკვიო ერგება თუ არა შენს შვილის ფეხსაცმელი და თუ შეძლებს კომფორტულად ტარებას. თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიწერო ათამდე მოდელი. კურიერი ადგილზე მოგიტანს შეკვეთას და ოცი წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი მათ მოირგებს და ნახავს, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს. შენ იხდი მხოლოდ იმ ბათინკის თუ შუზის საფასურს, რომელსაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას