ოჯახური სადილები თუ მეგობრებთან ერთად გატარებული საღამოები ხშირად სწორედ ლამაზად გაწყობილი სუფრის გარშემო ტრიალებს. კარგად შერჩეული თეფშები სერვირებას განსაკუთრებულად მიმზიდველ ხასიათს სძენს და კერძიც უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურება. ხოლო სასიამოვნო ფერის, ხარისხიანი მასალისა და მიმზიდველი დიზაინის თეფში შესაძლოა დეკორის ნაწილიც კი გახდეს, რომელიც სასადილო სივრცეს სიმყუდროვით ავსებს და სტუმრებზეც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.

მას, ვისაც სურს, რომ ყველა სუფრა, რომელსაც გაშლის კიდევ უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge სთავაზობს უმაღლესი ხარისხის თეფშების მრავალფეროვან არჩევანს. ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილია ისეთი სახელგანთქმული ევროპული ბრენდების ავთენტური პროდუქცია, როგორც Boltze, 5Five და Koopman.

შეიძინე ხარისხიანი თანამედროვე თეფშები ონლაინ

ჩვენი კოლექციისთვის ავარჩიეთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალისგან დამზადებული ესთეტურად სასიამოვნო მოდელები ყველა ტიპის კერძისთვის. მაგალითად, დახვეწილი კერამიკის თეფშები ან ელეგანტური ფაიფურის თეფშები იდეალურია სადღესასწაულო სერვირებისთვის. თუ სტუმრებს სალათს ან წვნიანს მიართმევ, აუცილებლად დაგჭირდება ლამაზი და ტევადი ჯამი, ხოლო გარნირებისთვის, პასტისთვის ან სხვა მსგავსი კერძებისთვის შესანიშნავი არჩევანია ფერადი ღრმა თეფში, რათა სუფრაზე ყველაფერი თავის ადგილას კომფორტულად იდგეს და მაგიდის გადასაფარებელმაც სისუფთავე შეინარჩუნოს.

იმისათვის, რომ სუფრის გაწყობისას დასრულებული და დახვეწილი კომპოზიცია მიიღო, ლამაზ თეფშებთან ერთად, აუცილებლად დაგჭირდება შესაფერისი დანა-ჩანგალი და კოვზები, რომელიც შენს არჩევანს იდეალურად დააბალანსებს და მაგიდას სრულყოფილ იერს მისცემს. გარდა ამისა, ჩვენს პლატფორმაზე დაგხვდება მთლიანი ჭურჭლისა & სამზარეულოს კოლექცია, სადაც კიდევ უამრავ საინტერესო ნივთს აღმოაჩენ შენი სასადილო სივრცის სრულყოფილად მოსაწყობად.

ჩვენს პლატფორმაზე შოპინგი მაქსიმალურ კონფორტზეა გათვლილი. შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად უმოკლეს დროში შეარჩიო ზუსტად იმ ფერების, ფორმების თუ მასალების თეფშები, რომლებსაც ეძებ, იქნება ეს მინიმალისტური თეთრი ფაიფური თუ ბუნებრივი მოტივებით გაფორმებული დიზაინი.

გაამდიდრე შენი სამზარეულოს სივრცე ხარისხიანი და პრაქტიკული დეტალებით მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შეძენილ ნივთებს ჩვენი კურიერი საქართველოს მასშტაბით სრულიად უფასოდ მოგიტანს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
კატეგორიები
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას