დღეს. როცა ცხოვრების რიტმი ბევრი ჩვენგანისთვის ძალიან დატვირთულია, სულ უფრო მაღალია მოთხოვნა ტანსაცმელზე რომელიც ერთდროულად ესთეტური და ტრენდული, მაგრამ ამავე დროს გამძლე და კომფორტულია. კომბინიზონი ხშირად სწორედ ასეთი ტანსაცმელია. როდესაც არ იცი ზუსტად როგორი ლუქის შექმნა გსურს ან მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გაქვს, კომბინიზონი იდეალური გამოსავალია - უკვე მზა ლუქი, რომლის ინდივიდუალური სტილიზაციისთვის მხოლოდ შესაბამისი ფეხსაცმელი და აქსესუარები გჭირდება..
ხოლო იმისთვის, რომ შენი ლუქი ნამდვილად ყველასგან გამორჩეული იყოს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე შევქმენით ექსკლუზიურად ონლაინ კოლექცია, სადაც გავაერთიანეთ მოდელები, რომელსაც ფიზიკურ მაღაზიებში ვერ იპოვი. კოლექციაში შეგიძლიათ ნახოთ როგორც უტილიტარისტული თავისუფალი სტილის ჯინსის კომბინიზონები, ისე დახვეწილი გამოსასვლელი მოდელები მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდებისგან, როგორც SANDRO, Dickies, VILA და სხვა.
შეიძინე გამორჩეული დიზანის, ექსკლუზიური ქალის კომბინიზონი ონლაინ
ჩვენს ონლაინ კოლექციაში აღმოაჩენ კომბინიზონს ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისთვის. გჭირდება ყოველდღიური ვარიანტი, რომელსაც უცებ გადაიცვამ, რომ სახლიდან გასასვლელად 5 წუთში მზად იყო? გვაქვს როგორც დახურული და გრძელტოტებიანი, ისე უსახელო, შორტებიანი ჯინსის კომბინიზონები. ასეთი კომბინიზონი ნებისმიერ სეზონზე პრაქტიკული არჩევანია დღიურად სატარებლად. შეგიძლია დაუწყვილო როგორც სპორტულ ფეხსაცმელს, მაგალითად ყოველდღიურ კეტებს, ისე ბალერინებს ან ესპადრელებს და სახლიდან გასასვლელად უკვე მზად ხარ.
ოფიციალური შეხვედრებისთვის ან საღამოს ღონისძიებისთვის კი მაღალი ხარისხის, ნაჭრის შავი კომბინიზონი უნივერსალური არჩევანია. ასეთი კომბინიზონი ყველანაირი დამატებითი ძალისხმევის გარეშე ქმნის ელეგანტურ იერს. სრულყოფილი საღამოს ლუქის შესაკვრელად მხოლოდ კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და რამდენიმე ელეგანტური აქსესუარი დაგჭირდება - მაგალითად, სადა მინიმალისტური სამკაულები და კლასიკური ჩანთა, და საღამოსთვისაც მზად ხარ.
იმისთვის, რომ ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს მათთვისაც კი, ვინც დარწმუნებული არაა ფასონსა თუ ზომაში, თბილისის მასშტაბით დავნერგეთ სრულად ინოვაციური სერვისი “მოირგე”. გამოიწერე ერთდროულად 10-მდე ნივთი (სხვადასხვა ზომა და მოდელი) და დაელოდე კურიერს. შეკვეთის გადმოცემის შემდეგ, კურიერი ოცი წუთი ადგილზე დაგიცდის, სანამ შენ ყველაფერს არ მოირგებ და გადაწყვეტ რა სტილისა თუ ზომის კომბინიზონი გიხდება ყველაზე მეტად. ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რასაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.