ბავშვის გარდერობის განახლებისას ყველას განსაკუთრებით გვსიამოვნებს, როდესაც ისეთ ტანსაცმელს ვპოულობთ, რომელიც ერთდროულად ლამაზიც არის და პრაქტიკულიც. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკისაა შენი გოგონა - ის უკვე პატარა ადამიანია და ყველა შენაძენთან ერთად მისი გემოვნება ყალიბდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სეზონისთვის ჰქონდეს სამოსი, რომელიც თავს გამორჩეულად აგრძნობინებს და, ამავდროულად, კომფორტულადაც იქნება.

სწორად შერჩეული სამოსი ბავშვს ერთდროულად გემოვნებას უვითარებს, ასწავლის რამდენად მნიშვნელოვანია იყოს ინდივიდუალური და, ამავდროულად, მთელი დღის განმავლობაში სრულ სიმყუდროვეს უქმნის. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს უმაღლესი ხარისხის ქვედაბოლოების მრავალფეროვან კოლექციას, რომელიც გათვლილია ყველა გემოვნების გოგონას გარდერობის აუცილებელ ატრიბუტად იქცეს მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენს პლატფორმაზე აღმოაჩენ ავთენტურ მოდელებს მსოფლიოში ცნობილი ისეთი სახელებისგან, როგორც Name it, Levis, GUESS, Tommy Hilfiger, MICHAEL KORS, Nike, KARL LAGERFELD და მრავალი სხვა.

შეიძინე ბავშვის ლამაზი ქვედაბოლოები ონლაინ

ჩვენი კოლექციისთვის მოდელები ისე ავარჩიეთ, რომ ყველა გოგონას მშობელმა შეძლოს უპრობლემოდ აარჩიოს იდეალური მოდელი - ასაკის, სტილისა და სიტუაციის მიუხედავად. გჭირდება თავისუფალი ქვედაბოლო აქტიური 5-6 წლის გოგონასთვის? ან იქნებ გამოსასვლელი ლამაზი ქვედაბოლო 15-16 წლის გოგონასთვის? ჩვენს კოლექციაში უპრობლემოდ შეარჩევ ნივთებს, რომლებიც მაქსიმალურად უსვამენ ხაზს შენი გოგონას ინდივიდუალური გემოვნებას.

მაგალითად, სპორტული აქტივობებისთვის და თამაშისთვის ბავშვის ჯინსის ქვედაბოლო ძალიან პრაქტიკული არჩევანია, რომელიც თითქმის ყველაფერს უხდება. ყოველდღიურად სატარებლად კი ყველა ასაკის გოგონას გამოადგება უნივერსალური შავი ქვედაბოლო, რომელიც საუკეთესო ბაზაა თითქმის ყველა სიტუაციისთვის. სულ პატარებისთვის შემთხვევაში კი ნაზი სტილის ქვედაბოლოს შეგიძლია დაუწყვილო რბილი ბოდე ბავშვის გარდერობიდან - ასე ბავშვი მოწესრიგებულადაც გამოიყურება და შენც არ გჭირდება დიდი დრო და ძალისხმევა ლუქის ასაწყობად.

უფრო კლასიკური და დახვეწილი სტილისთვის შეგიძლია სადა ქვედაბოლოს დაუწყვილო გემოვნებიანი ბავშვის პერანგი, ხოლო გრილ ამინდში ლუქს დაუმატო თბილი ბავშვის ჟილეტი. იფიქრე იმაზეც, თუ რა სტილის ბავშვის ფეხსაცმელი მოუხდება ამა თუ იმ სტილის ქვედაბოლოს. თუმცა საბოლოოდ, ყველაზე მთავარი ისაა, თუ შენს შვილს როგორი შეხამება მოსწონს - იქნება კონტრასტული ვარიანტი ურჩევნია, როდესაც სპორტული ფეხსაცმელი ელეგანტურ ქვედაბოლოს უხამდება? ან, პირიქით, ერთიანი და დახვეწილი იერის შემქნა სურს? მთავარია არჩევანი ერთად გააკეთოთ, რათა დარწმუნებული იყო რომ ბავშვი ნამდვილად ატარებს შეძენილ ტანსაცმელს.

არ ხარ დარწმუნებული როგორ მოერგება ესა თუ ის ნივთი? სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შევქმნენით ინოვაციური სერვისი “მოირგე”, რომლის ფარგლებში თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიწერო ათამდე მოდელი. კურიერი ადგილზე მოგიტანს შეკვეთას და ოცი წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი ქვედატანებს ირგებს და წყვეტს, რომელი უხდება და რას არ ატარებს. შენ იხდი მხოლოდ იმ მოდელების საფასურს, რასაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას