არის მომენტები, როცა ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრებიც კი განსაკუთრებით ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდნენ. ხარისხიანი, კარგ თარგზე გამოჭრილი პიჯაკი ან ჟილეტი შეუცვლელია ამ მხრივ ბავშვის გარდერობისთვის. ნეიტრალური ფერის მაისურსა თუ პერანგს გარდერობის ვერც ერთი სხვა ატრიბუტი ისე უცებ ვერ გარდაქმნის და ვერ ანიჭებს შესამჩნევად დახვეწილ ელფერს.

თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება პატარა, რამდენადაც როგორ გრძნობს თავს. ელეგანტური ლუქის აწყობა არ უნდა ხდებოდეს შენი შვილის კომფორტის ხარჯზე. ამისთვის კი აუცილებელია გამძლე და ხარისხიანი მასალებისგან დამზადებული მოდელების შერჩევა. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს პიჯაკებისა და ჟილეტების დახვეწილ კოლექციას მსოფლიოში ცნობილი პრემიუმ ბრენდებისგან. ჩვენთან აღმოაჩენ ავთენტურ მოდელებს ისეთი სახელებისგან, როგორც BOSS, CALVIN KLEIN, Guess, და სხვა.

შეიძინე ტრენდული ბავშვის პიჯაკი & ჟილეტი ონლაინ

ჩვენი კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ მარტივად შეძლო ელეგანტური ზედა სამოსის არჩევა ნებისმიერი სეზონისა და სიტუაციისთვის, იმისდა მიუხედავად რამდენი წლისაა შენი პატარა. ეს მრავალფეროვნება გაძლევს საშუალებას, მარტივად შეიძინო პრემიუმ ხარისხის ბავშვის ტანსაცმელი ონლაინ და შექმნა შენი პატარასთვის მართლაც ინდივიდუალური იმიჯი. მაგალითად, გრილ ამინდში სეირნობისთვის ტრენდული დუტის ჟილეტი საუკეთესო არჩევანია, რომელიც თან უპრობლემოდ იცავს ყველაზე სუსხიანი ქარისგან და, თან, მოძრაობის თავისუფლებასაც არ ზღუდავს. საზეიმო ღონისძიებებისთვის კი აუცილებლად გამოგადგება ელეგანტური პიჯაკი ან ბავშვის კლასიკური ჟილეტი, განსაკუთრებით თუ ბავშვს დიდად არ უყვარს მყვირალა სტილი - ეს დეტალები ყველაზე სადა ლუქსაც კი უცებ ანიჭებს გამორჩეულ იერს.

ლუქის სრულყოფილად შეკვრისთვის კი  მნიშვნელოვანია, რომ სამოსს იდეალურად შეუხამო ხარისხიანი ბავშვის ფეხსაცმელი. ბავშვები ხომ მუდმივ მოძრაობაში არიან, განსაკუთრებულ საღამოსაც, ამიტომ სამოსი არ უნდა ზღუდავდეს მათ აქტივობას და შეკერილი უნდა იყოს ხარისხიანი, გამძლე, მაგრამ რბილი მასალისგან.  

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბავშვისთვის სამოსის მორგების გარეშე შერჩევა ყოველთვის მარტივი არ არის. სწორედ ამიტომ, თბილისის მასშტაბით დავნერგეთ ინოვაციური სერვისი “მოირგე”. შეუკვეთე 10-მდე მოდელი, რომელმაც დაგაინტერესა სახლიდან გაუსვლელად. კურიერი მოგიტანს ნივთებს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი ყველაფერს მშვიდად მოირგებს და შეამოწმებს რას ატარებს და რას - ვერ. შენ აანაზღაურებ მხოლოდ იმ მოდელების საფასურს, რასაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
კატეგორია
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას