ფოტოალბომი ონლაინ

ციფრულ ეპოქაში ფოტოების დაბეჭდვას და ფიზიკურად შენახვას განსაკუთრებული, სენტიმენტალური ღირებულება აქვს. სმარტფონში ზოგჯერ ათასობით კადრს ვაგროვებთ, რომელიც შემდეგ შესაძლოა თვეები და წლები არ გაგვახსენდეს - სანამ მეხსიერება არ ივსება და სწრაფად დაცლა არ გვჭირდება. ფიზიკური ფოტოალბომისთვის კი უფრო რუდუნებით ვარჩევთ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებების გამორჩეულ კადრებს. ეს კადრები მუდმივად მხოლოდ ხელის ერთ გაწვდენაზეა - საღამოს ყოველთვის შეგვიძლია ალბომი გადმოვიღოთ და დავათვალიეროთ. ეს ერთი-ორი გამორჩეული კადრი ზოგჯერ უფრო მეტ ემოციურ სიმდიდრეს ატარებს, ვიდრე სმარტფონში მთელი ალბომი.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს პრემიუმ ხარისხის, ორიგინალური დიზაინის ფოტოალბომების გამორჩეულ კოლექციას, სადაც ცნობილი ევროპული ბრენდების პროდუქციაა თავმოყრილი.

შეიძინე გამორჩეული დიზაინის ფოტოალბომები ონლაინ

ჩვენს კატალოგში წარმოდგენილი მოდელები დიზაინით ძვირფას, მყარყდიან გამოცემებს წააგავს, ამიტომ თითოეული მათგანი ინტერიერში ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ელეგანტური სასაჩუქრე წიგნი. ეს ალბომები დამოუკიდებლადაც კი იმდენად ესთეტიკურად მიმზიდველია, სურათების შენახვამდეც შეგიძლია თაროზე ან ყავის მაგიდაზე დადო, ყდით წინ და იდეალური სახლის დეკორის ელემენტი გახდება. ალბომები მედგარი მასალისგან მზადდება: გადამუშავებული მუყაო და მაღალი ხარისხის, სქელი ქაღალდი შენს ფოტოები წლების განმავლობაში უსაფრთხოდ შეინახავს.

სხვადასხვა თემატური წარწერებით (მაგალითად: "A Love Story", "Dream Big Little One" ან "Picture Perfect") გაფორმებული ყდები საშუალებას გაძლევს, მოგონებები უფრო ეფექტურად დაახარისხო შინაარსის მიხედვით. ამას გარდა, შეგიძლია მეგობრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე ალბომი შექმნა. წარმოიდგინე როგორ გადასცემ მათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთო მოგონების ფოტოდასტურს. შეიძლება ეს იყოს ქორწილი, ბავშვის დაბადება ან მოგზაურობა - მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ემოციური საჩუქარია.

Dressup.ge-ზე შოპინგის პროცესი მაქსიმალურად შენს კომფორტზეა მორგებული. შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად, დეტალურად დაათვალიერო ჩვენი კატალოგი და მოსახერხებელი ფილტრების დახმარებით იპოვო ზუსტად ის დიზაინი, რომელიც შენს ინტერიერს, ფოტოების თემატიკას თუ საჩუქრის ადრესატს ყველაზე ზუსტად შეეფერება. შენაძენს კი ჩვენი კურიერი საქართველოს ნებისმიერ წერტილში სწრაფად მოგიტანს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
პროდუქტის ტიპი
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას