ბავშვის ქუდი გარდერობში ერთდროულად ფუნქციური დეტალიცაა და დეკორატიულიც. იმისთვის, რომ პატარა ზამთრის ცივი ქარისგან თუ ზაფხულის მცხუნვარე მზისგან დაიცვა, მხოლოდ ხარისხიანი მასალა საკმარისი არაა — ბავშვს უნდა შეეძლოს ქუდი ხანგრძლივი დროით კომფორტულად ატაროს, ამისთვის კი მნიშვნელოვანია ის მის გემოვნებაშიც ჯდებოდეს და კარგად გამოიყურებოდეს.
იმისთვის, რომ შვილისთვის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლო შესაფერისი თავსაბურავის არჩევა ყველა სეზონისთვის, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ბავშვის ქუდების მრავალფეროვან კოლექციას. აქ იპოვი როგორც თბილ, ნაქსოვ მოდელებს, ისე მსუბუქ კეპებსა და პანამებს თბილი დღეებისთვის ისეთი ცნობილი ბრენდებისგან, როგორც Nike, Adidas, Tommy Hilfiger, Calvin Klein, BOSS, და სხვა.
შეიძინე ხარისხიანი ბავშვის ქუდი ნებისმიერი სეზონისთვის ონლაინ
ჩვენი არჩევანი ფარავს ყველა ასაკისა და ყველა სეზონის შესაბამის მოდელებს. შეგიძლია აარჩიო რბილი ნაქსოვი მასალისგან დამზადებული ზამთრის ქუდი ყველაზე პატარებისთვის და სტილური სპორტული მოდელები მოზარდებისთვის. თბილ სეზონზე ბავშვის კეპი ცნობილი სპორტული ბრენდის ხაზიდან (მაგალითად, Nike ან Adidas) მზის სხივებისგან საიმედოდ დაიცავს ბავშვს და, ამავდროულად, მას ძალიან თავდაჯერებულად და ტრენდულად აგრძნობინებს თავს.
ცივ სეზონზე ქუდი ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი ხდება, რომელიც პრაქტიკული სითბოს წყაროს გარდა ლუქის მნიშვნელოვანი ელემენტიცაა. მაგალითად, ჰარმონიული, კომპლექტური ვიზუალის შესაქმნელად შეგიძლია დააწყვილო ერთმანეთთან ბავშვის ქუდი და კაშნე ან ბავშვის ხელთათმანები. ან, შეგიძლია პირიქით კონტრასტული ელემენტი შეიტანო და თუ სეზონისთვის შენი შვილის გარდერობს მუქი ფერის ბავშვის ქურთუკს შემატებ, მას, პირიქით, ლაღი და ჭყეტელა ფერის თბილი ქუდი დაუწყვილო.
თუ გიჭირს ონლაინ შოპინგისას იმის გადაწყვეტა, მოირგებს თუ არა შენი შვილი ახალ ნივთს, შეგიძლია ისარგებლო ჩვენი ინოვაციური სერვისით „მოირგე". “მოირგეს” ფარგლებში იწერ 10-მდე ნივთს, რომლებსაც კურიერი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს, შემდეგ კურიერი 20 წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი ყველაფერს მოირგებს და ერთად გადაწყვეტთ, რომელი ქუდი ერგება მის გემოვნებას ყველაზე უკეთ. შენ მხოლოდ იმის საფასურს იხდი, რასაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.