ALOHAS-ის ახალი კოლექცია: ექსკლუზიურად Dressup.ge-ზე
ALOHAS - ესპანური, ავანგარდული ბრენდია, რომლის ისტორიაშიც ჰავაურ ფესვებსაც ვიპოვით! მათი ფეხსაცმელი კი მსოფლიოს სხვა წერტილებშიც პოულობს საკუთარ ადგილს - პარიზის ქუჩებიდან ნიუ-იორკამდე და როგორც ბლოგის სათაურიდან მიხვდებოდით, საქართველოშიც, ექსკლუზიურად Dressup.ge-ზე.
თანაც გაზაფხულია, 4 მარტი და გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი „ალოჰასის“ დღედ გადაქცეულიყო! ჩვენი ბლოგის მიზანი კი მხოლოდ ერთია: როდესაც ჩნდება ბრენდი, რომელიც მინიმალისტურ ფორმებს - თანამედროვე დეტალებსა და განსაკუთრებულ ხასიათს მატებს… პირველმა უნდა გაგაცნოთ!
ALOHAS: ბრენდი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს
ALOHAS-ის სტილი კლასიკურობასა და სითამამეს შორის იჭერს ბალანსს. ესპანური ტემპერამენტიც მუდამ თან სდევს და შესაბმისად, არასოდეს, მისდევს სეზონურ ტრენდებს - ის ყოველ ჯერზე თავად აწესებს სტანდარტს.
ცოტა რამ ისტორიასა და ბუნების სიყვარულზე
ALOHAS 2015 წელს ბარსელონაში შეიქმნა - როგორც პატარა სტარტაპი, რომელიც ფეხსაცმელს ონლაინ გაყიდვებით სთავაზობდა მომხმარებელს. სწორედ ამ პერიოდში დაინერგა მათი ცნობილი On-Demand სისტემა - მოდელები იწარმოებოდა და დღემდე იქმნება მხოლოდ მაშინ, როცა მათზე მოთხოვნა არსებობს, რაც ზედმეტ ნარჩენებს ამცირებს. დროთა განმავლობაში ბრენდმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ევროპაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, რომლებიც აფასებენ პასუხისმგებლიან მიდგომას მოდის ინდუსტრიაში. დღეს მათი დიზაინი კვლავ ბარსელონაში იქმნება, ხოლო წარმოება ძირითადად ესპანეთსა და პორტუგალიაში ხდება, რაც მის ევროპულ იდენტობას კიდევ უფრო აძლიერებს.
ALOHAS-ისთვის სიტყვები „მდგრადი წარმოება“ ფუჭი არ არის და ეს კომპანიის ყოველ გადაწყვეტილებაშია ასახული. მათ გააჩნიათ სერტიფიცირებული ტყავის წარმოება - Leather Working Group-ის სტანდარტებითა და მიწოდების ჯაჭვის სრული გამჭვირვალობით. ამასთან ერთად, ხშირად ეძიებიან მცენარეული ალტერნატივებს - არ ერიდებათ ექსპერიმენტებს და კაქტუსის, სიმინდის და ვაშლის ტყავის კოლექციებსაც კი ქმნიან.
ALOHAS-ის ფეხსაცმელებზე
Dressup.ge-ზე წარმოდგენილ 100-მდე მოდელში შენი მომავალი მოგონებებისთვის შექმნილ მეგზურს აუცილებლად იპოვი:
რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა იმოგზაურო ბალერინების კატეგორიაში
თბილი ამინდები კარზე გვიკაკუნებს, თებერვალში გამოპარულმა მზის სხივებმა კი უფრო მეტის იმედიც მოგვცა. განა, რა იქნება იმაზე უკეთესი მეგზური, ვიდრე „ბალერინებია“? თანაც, ადრეულ შემოდგომამდე ეს მზის სხივები არსად გაქრება…
ALOHAS Sway - სახელიც ხომ გვეუბნება, ქუჩებში სანარნაროდაა შექმნილი! ზამში, კრემისფერი, ხაკისფერი, ყავისფერი (თანაც Coffee Brown), წაბლისფერი, ბურგუნდისფერი თუ უბრალოდ შავი - შენ უბრალოდ ფავორიტი იპოვე - ბრენდს თავისუფალი მოძრაობა, სიმსუბუქე და დამყოლი ფორმაც გამოარჩევს. მოკლედ, ALOHAS Sway - ქალის ფეხსაცმელების უპირობო ფავორიტია!
თუმცა, ყველაფერი ამით ხომ არ დასრულდება?
ALOHAS Rosalind - მინიმალიზმის ნიმუშია - გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვების რეკორდებსაც კი ეთამაშებოდა, წელს კი უფრო მეტი ფერით დაგვიბრუნდა: გიშრისფერი შავი, ბურგუნდისფერი, ყავისფერი და წითელი, რა თქმა უნდა, კლასიკურ შავთან ერთად.
და ბოლოს კლასიკური ფეხსაცმელი და სიმსუბუქე თუ ერთ წინადადებაში არ წარმოგედგინა, უკვე ჩვენს წინაშეა:
ALOHAS Jive - სიტყვა ავანგარდული შემთხვევით ნამდვილად არ გაჩნდა ბლოგის დასაწყისში და ეს მოდელი ამის ნათელი მაგალითია. ოდნავ წაგრძელებული ცხვირი, ასიმეტრიაში ნაპოვნი სიმეტრია მოდელს განსაკუთრებულ ელფერს აძლევს.
ქუსლიანი ფეხსაცმელი - საღამოების გარდაუვალი არჩევანი
ALOHAS-ის ქუსლიანები განსაკუთრებული კატეგორიაა - ის გამბედავ პალიტრას ეყრდნობა: თეთრი, შავი, ბორდოსფერი. სამი ფერი, სამი სახასიათო განწყობა.
ALOHAS Tasha & ALOHAS Liebe - თუ უბრალოდ მარტივ და კომფორტულ ფეხსაცმელს ეძებ. არაფერი ზედმეტი, არაფერი ახალი, უბრალო კლასიკა და „ალოჰასთვის“ დამახასიათებელი დეტალიზაცია.
ALOHAS Elyn & ALOHAS Aubrey - მინიმალური ფორმა, მაქსიმალური ეფექტი. წვრილი ხაზები თითოეულ მფლობელს მეტ ესთეტიკას მატებს, მეტი ესთეტიკა კი მეტ კომფორტთან ერთიანდება.
ALOHAS Viva - და დიახ, ისევ ზემოხსენებული ავანგარდი. სახელი ყველაფერს ამბობს - ენერგიული, თამამი, უკომპორმისო. ALOHAS-ის ქუსლიანების კოლექციის ყველაზე კაშკაშა არჩევანი.
კედები - ერთი ფილოსოფია, უამრავი ფერი!
ALOHAS-ის კედები ყველაფერს უხდება. ხომ ეჭვი გეპარება? ცდები. მართლა ყველაფერს უხდება. უბრალოდ იმდენი ფერის მოდელია, უბრალოდ იმდენად კომფორტულია და უბრალოდ იმდენად ლამაზია… რომ არჩევანის გაკეთება მარტივი ნამდვილად არ იქნება.
ALOHAS Tb.490 - რითი გახდა „ალოჰასი“ პოპულარული? სწორედ ამ მოდელით. კლასიკური სილუეტი, რომელიც ესპანური ჭრებითაა გაფორმებული და ბოლოს ადგილობრივი მხატვრობის ფერთა სპექტრშია გაშლილი. მინიმალისტური ფორმები, პრემიუმ მასალა, სპეციალური ლანჩი.
ALOHAS Tb.99 - ეს მოდელი პირდაპირ 90-იანებიდანაა. თუ ალოჰასისთვის დამახასიათებელი ხელწერა გინდა, მასინ ვერცხლისფერი მოდელი მოირგე.
მეორე მიზეზი - ფერთა პალიტრა
კოლექციის ფერთა გამა ორ ლოგიკას მიჰყვება:
ნეიტრალური ფერები: ბეჟი, ნაცრისფერი, ყავისფერი, შავი, თეთრი - ეს ფერები კოლექციის ხერხემალია, ის ვარიაცია, რომლებიც ნებისმიერ ჩაცმულობას თავის ენაზე ელაპარაკება.
სეზონური, თამამი ტონები: ბორდოსფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, წითელი - ფერები, რომლებსაც „ლუქის“ ცენტრალური ფიგურა შეუძლიათ რომ გახდნენ.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
მიწოდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით?
დიახ, Dressup.ge უზრუნველყოფს მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
რომელი კატეგორიაა კოლექციაში ყველაზე პოპულარული?
ბალერინები და კედები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია.
კაცის ფეხსაცმელებსაც აწარმოებენ?
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ Dressup.ge-ზე წარმოდგენილი კოლექცია ძირითადად ქალის ფეხსაცმელს მოიცავს, კედებისა და ბოტასების უმრავლესობა უნი-სექსად ითვლება.
რა არის ALOHAS-ის ფეხსაცმლის ფასის დიაპაზონი?
Dressup.ge-ზე წარმოდგენილი მოდელების ფასი დაახლოებით 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს, რაც პრემიუმ ბრენდის დიზაინსა და ხარისხს შეესაბამება.
შევიძინე და არ მომერგო, რა გავაკეთო?
Dressup.ge-ს „მოირგე“ სერვისი - კურიერი მოგიტანს შეკვეთას და დაგელოდება, სანამ ფეხსაცმელს მოიზომავ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია ერთდროულად რამდენიმე ზომის ან ფერის მოდელი შეარჩიო, რათა მარტივად იპოვო იდეალური ვარიანტი.
Dressup.ge - ეს ნიშნავს ონლაინ ექსკლუზივს
ALOHAS-ის ეს კოლექცია მხოლოდ Dressup.ge-ზე არის წარმოდგენილი და ჩვენ გთავაზობთ:
- ხარისხის გარანტიას
- ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს
- მიწოდებას საქართველოს მასშტაბით
ნუ დაელოდები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ALOHAS-ის მოდელები on-demand სისტემით იწარმოება - ეს ნიშნავს, რომ თითოეული მოდელი ექსკლუზიურია და ზომები შეზღუდულია, ასეთ ფართო არჩევანს კი ყოველთვის ვერ იპოვი.