საჩუქარი ქალისთვის | მარტივი გზამკვლევი
8 მარტი ახლოვდება, შესაბამისად ქალებისთვის საჩუქრის შერჩევის მღელვარება დღითიდღე იმატებს. მისი ხასიათი, ყოველდღიური რუტინა და ჰობი გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.
თუ აქტიური ცხოვრების წესი აქვს
თუ დილას, სამსახურში ან უნივერსიტეტში წასვლამდე, იოგაზე ან პილატესზე ასწრებს წასვლას, ან საღამოობით უყვარს სპორტ-დარბაზში სიარული, შემდეგ კი ფეხით სეირნობა, მაშინ საჩუქრის ადრესატი აქტიური ქალი ყოფილა. ამიტომ, აუცილებლად მოეწონება სპორტული ლეგინსი, ზედა ან აქსესუარი კომფორტული ვარჯიშისთვის.
საქმიანი ქალებისთვის
თუ იგი საღამომდე მუშაობს და დატვირთულია, შეგიძლია გაუმარტივო სამსახურისთვის მომზადება და საჩუქრად შეურჩიო პერანგი, ლოფერი, ჩანთა, ან ბლოკნოტი იდეების მონიშვნისთვის. შეიძლება კლასიკური პერანგი მოსწონს, ან ოდნავ „oversized”, დიდი მოდელები, ან მასიური ჩანთა უყვარს ყოველდღიური რუტინის მარტივად სატარებლად. ჩვენთან აუცილებლად შეარჩევ საყვარელ საჩუქარს საყვარელი ადამიანისთვის.
მოდის მოყვარული
თუ მისთვის მოდის სიმბოლო პრინცესა დიანა არის, მისაღები მაგიდა დატვირთული აქვს „ვოგის” ჟურნალით და ყოველთვის ცდილობს საკუთარი სტილით თვითგამოხატვას, მაშინ სწორ ადგილას ხარ. ჩვენთან აუცილებლად იპოვი ისეთ განსაკუთრებულ ნივთს, რომელშიც იგრძნობა მოდაში დასაქმებული უამრავი ადამიანის წვლილი და ენთუზიაზმი. შეურჩიე მას ჩანთა, სათვალე ან აქსესუარი საკუთარი სტილის გამოსახატად.
თუ ბუნება უყვარს
ფოტოების დათვალიერებისას, მას ყოველთვის ბუნებაში გაღიმებულს თუ პოულობდი და ახლაც ბუნებაში ლაშქრობა ან პარკში სეირნობა აბედნიერებს, სალაშქრო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთა აუცილებლად გაახარებს.
სახლის ენთუზიასტებისთვის
თუ სახლში ან ოთახში შესვლისას ინტერიერის თითოეულ დეტალში იგრძნობა მისი ენერგია და ხასიათი, მაშინ საუკეთესო გამოსავალი სახლის დეკორის ან მცენარის მოვლის აქსესუარების შერჩევაა.
რა შევურჩიოთ მოგზაურ ქალს
თუ მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ აპირებს წასვლას ან ოჯახურ ვოიაჟს გეგმავს, მას აუცილებლად გააბედნიერებს კომფორტული ფეხსაცმელი, წელის ჩანთა, მზისგან დამცავი (მთიანი თუ ნაპირიანი კურორტისთვის) და სამგზავრო ჩანთა ჩამოთვლილი ნივთებისთვის - და თუ საკმარისაც ტევადს შეარჩევ, წესით, შიგნით შენი ნივთების ადგილიც მოიძებნება.