7 აუცილებელი ნივთი, რომელიც ყველა მამაკაცის გარდერობში უნდა იყოს

კაცებს ზოგჯერ უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ქალების მსგავსად მათაც ხშირად აქვთ შემთხვევები, როცა სავსე გარდერობთან დგანან და ფიქრობენ, რომ „ჩასაცმელი არაფერი აქვთ“. 

მთავარი პრობლემა ხშირად არა ტანსაცმლის ნაკლებობა, არამედ არასწორად არჩეული ნივთებია. თუ სტრატეგიულად შერჩეული საბაზისო ნივთებით დაკომპლექტებული გარდერობი გექნება, მსგავსი პრობლემის წინ არასდროს დადგები — ნებისმიერი სიტუაციისთვის შეძლებ შესაბამისი ლუქის შეკვრას, თუნდაც გარდერობში ნივთების რაოდენობის თითებზე დათვლა შეგეძლოს. 

ამ ბლოგში შევკრიბეთ ის 7 აუცილებელი ნივთი, რომელიც გვგონია, ყველა კაცის გარდერობში უნდა იყოს. და თუ გვეთანხმები, აუცილებლად დაათვალიერე  ონლაინ მაღაზია dressup.ge-ს - საიტზე წარმოდგენილი კოლექციების დახმარებით საბაზისო გარდერობს უცებ დააკომპლექტებ.

როგორ გეხმარება ჭკვიანურად შერჩეული გარდერობი

ჭკვიანურად შერჩეული გარდერობი სისტემაა, რომლის მთავარი მიზანია, დილით 10 წუთზე მეტი არ გჭირდებოდეს ჩაცმაზე, იმისდა მიუხედავად თუ სად მიდიხარ - ოფისში, პაემანზე, თუ გრანდიოზულ ღონისძიებაზე. როცა გარდერობში ყველა ნივთს განსაზღვრული ფუნქცია აქვს და თან ყველაფერი ერთმანეთს უხდება, ჩაცმის პროცესი მარტივდება. ეს მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში ფულსაც გიზოგავს, რადგან მიკროტრენდების დევნის ნაცვლად, ინვესტიციას ხარისხიან, მრავალფუნქციურ ნივთებში აკეთებ, რომლებიც წლობით გემსახურება.  

ბევრი მამაკაცი ფიქრობს, რომ ჩაცმულობა არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს მათ ცხოვრებაში, თუმცა სწორად შერჩეული გარდერობი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინსტრუმენტია წარმატების გზაზე. ჩაცმულობა ის უსიტყვო კომუნიკაციაა, რომლითაც გარშემომყოფებს საკუთარი ღირებულებების, პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ მესიჯებს აწვდი. კარგად მორგებული და მოწესრიგებული სტილი ანალიტიკურ აზროვნებასთან, დეტალებისადმი ყურადღებასა და პროფესიონალიზმთან ასოცირდება. გააზრებულად შერჩეული გარდერობით შეგიძლია სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვო როგორც პირად ურთიერთობებში, ისე პროფესიულ გარემოში, რაც ხელს უწყობს თავდაჯერებულობის ამაღლებასა და პოზიტიური პირველი შთაბეჭდილების შექმნას.

პოზიტიური ეფექტის მისაღწევად, მამაკაცის ტანსაცმლის შერჩევისას სამი მთავარი პრინციპი უნდა გაითვალისწინო: უნდა კარგად გერგებოდეს (Fit), მაღალი ხარისხის მასალისგან იყოს (Quality) და სხვადასხვა სიტუაციაში შეგეძლოს მორგება (Versatility). კარგი თარგის ტანსაცმელი უფრო ძვირადღირებულ, მაგრამ ცუდად მორგებულ ალტერნატივაზე უკეთ გამოიყურება.

Dressup-ის TOP 7: მამაკაცის გარდერობის საფუძველი

ეს შვიდი ნივთი მამაკაცის გარდერობის ხერხემალია - ერთმანეთთან მარტივად თავსებადი ნივთების კოლექცია, რომელიც გაძლევს საშუალებას შექმნა სხვადასხვა სიტუაციის შესაბამისი კომბინაცია მინიმალური ძალისხმევით.

ხარისხიანი მუქი ფერის ჯინსი

სადა, მუქი ინდიგოსფერი ჯინსი ყოველგვარი ნახევებისა და ხელოვნური დაძველების გარეშე კაცისთვის ყველაზე უნივერსალური შარვალია. ერგება როგორც ყოველდღიურ, ისე შედარებით ფორმალურ სტილს. იმისთვის, რომ ლუქი თანამედროვედ გამოიყურებოდეს, შეარჩიე სწორი ტოტების, საშუალოდ მომდგარი მოდელი — ეს კლასიკური ჭრაა, რომელიც უმეტესობას უხდება და მოდიდან არ გადადის. მამაკაცის ჯინსის ხარისხის ეტალონად ითვლება Levi's ჯინსები და ვრანგლერის (Wrangler) მსგავსი ბრენდები, რომლებიც უკვე ათწლეულებია ქმნის მოდელებს, რომლებიც მოდიდან არ გადადის.

კლასიკური სადა მაისური

კლასიკური სადა მაისური (და მისი პოპულარული საყელოიანი ვერსია, პოლო) ნებისმიერი სტილის კომბინაციისთვის იდეალური საწყისი წერტილია. ყურადღება მიაქციე ქსოვილს: მაისურები მაღალი ხარისხის ბამბისგან უნდა იყოს. ასეთი მაისური თან რბილია და თან უკეთ ინარჩუნებს ფორმას გარეცხვის შემდეგ. ხარისხიანი მასალებისგან შემქნილ კლასიკურ მამაკაცის მაისურებს იპოვი ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა ლაკოსტი (Lacoste), განტი (GANT)ვილა (VILA), დესიგუალი (Desigual), ფილა (FILA) და ტომი ჰილფიგერი (Tommy Hilfiger)

ელეგანტური სვიტერი

სადა, თხელი კაცის სვიტერი თითქმის ნებისმიერ სიტუაციას ერგება. შეგიძლია გამოიყენო როგორც არაფორმალურ, ისე ფორმალურ სიტუაციებში, თუ დრეს-კოდი კონკრეტულად კლასიკურ კოსტიუმს არ მოითხოვს. საუკეთესო არჩევანია სქელი ქსოვის ბამბა ან მერინოსის მატყლი (Merino Wool) — ნატურალური ქსოვილები, რომლებიც სუნთქავს და სითბოს არეგულირებს. უფრო მაღალი საფასო სეგმენტის ალტერნატივაა ქიშმირის სვიტერი, რომელიც კიდევ უფრო რბილი და ნაზია. სვიტერი layering-ის, ანუ მრავალშრიანი ჩაცმის, ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტია. დღეს განსაკუთრებით ხშირად უწყვილებენ კლასიკურ პერანგებს - ეს კომბინაცია თან კომფორტულია და თან ზედმიწევნით შეესაბამება smart casual სტილს, რომელიც თითქმის ყველა სიტუაციისთვის შესაფერისია.

კლასიკური შარვალი (ჩინოსი)

ჩინოსი ჯინსსა და მკაცრ, კლასიკურ შარვალს შორის არსებულ საშუალო სივრცეს ავსებს. იდეალურია ოფისისთვის ან ისეთი შეხვედრებისთვის, რომლებისთვის ჯინსი ზედმეტ ფამილარობად ჩაითვლებოდა. სტილური, მოწესრიგებული ლუქისთვის შეარჩიე მოდელი, რომელიც ტოტის ბოლო ვიწროვდება და ფეხსაცმელზე ზედმეტად არ „ტყდება“. ამ სტილის მაღალი ხარისხის მამაკაცის შარვალი მტკიცე, მაგრამ რბილი ბამბის ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული. კარგი კლასიკური ჩინოსი უნდა ეძებო S.Oliver-ის, Jack Wolfskin-ის, Jack&Jones-ის, Jack&Jones Junior-ის, GANT-ის ან Calvin Klein-ის კოლექციებში, მათი მოდელები იმედს არ გაგიცრუებს.

იდეალურად მორგებული პიჯაკი

პიჯაკი ყოველდღიურ არაფორმალურ კომბინაციასაც (მაგ. ჯინსი და მაისური) კი მომენტალურად გარდაქმნის და სერიოზულობის ნოტას სძენს. საუბარია არა მკაცრ, კოსტიუმის პიჯაკზე, არამედ ე.წ. „არასტრუქტურირებულ“ (Unstructured) მოდელზე. მას რბილი მხრები აქვს და ხშირად ბამბის ან სხვა თავისუფალი ქსოვილისგანაა დამზადებული, რაც მას ჯინსებთან და ჩინოსებთან მარტივად მოსარგებს ხდის. ასეთი უნივერსალური მამაკაცის პიჯაკები Michael Kors-ისა და Tommy Hilfiger-ის კოლექციებშია.

უნივერსალური ტყავის ფეხსაცმელი

სულ ორი წყვილი სწორად შერჩეული მამაკაცის ფეხსაცმელი საკმარისია, რომ გარდერობის 90%-ს დაფარო: ერთი - სადა ტყავის კედი, მეორე კი - კლასიკური ლოფერი, დერბი ან ჩელსის სტილის ფეხსაცმელი. ხარისხზე დეტალები მეტყველებს: კარგი ტყავის კედის ძირი ნაკერით უნდა იყოს მიმაგრებული, არა წებოთი. კლასიკური ფეხსაცმლის შემთხვევაში ეძებე Goodyear Welt კონსტრუქცია - ეს გამძლეობაზე მიუთითებს, თან საშუალებას იძლევა, ძირი რამდენჯერმე გამოუცვალო. 

ხარისხიანი ტყავის ქამარი

ქამარი ლუქის დამაგვირგვინებელი დეტალია, რომელიც ხაზს უსვამს დეტალებისადმი ყურადღებას. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მამაკაცის ტყავის ქამრის ფერი ფეხსაცმლის ფერს უნდა ეხამებოდეს, ხოლო ქამრის ბალთა კი — აქსესუარების მეტალს. დღეს ეს წესი ისეთი აქტუალური აღარ არის, თუმცა კომბინაცია ყოველთვის უფრო დახვეწილად გამოიყურება, ვიდრე კონტრასტი, ამიტომ ქამრის არჩევისას გაითვალისწინე, როგორი ეფექტის მოხდენა გინდა. თუ გარდერობის მაქსიმალურად უნივერსალურად დაკომპლექტება გინდა, შეარჩიე ერთი შავი (ვერცხლის დეტალებით) და ერთი ყავისფერი (ოქროს დეტალებით) ქამარი. 

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას