Dressup.ge-ის PLUS ზომების კოლექცია შეიქმნა მათთვის, ვისაც კომფორტი, ხარისხი და თანამედროვე სტილი უყვართ. ჩვენთან ზომა მხოლოდ ციფრია ეტიკეტზე, სწორად შერჩეული ქსოვილი და იდეალური ფორმა კი განსაზღვრავს, გახდება თუ არა სამოსი შენი ყოველდღიურობის ნაწილი.

Plus size ტანსაცმლის ხაზში დაგხვდება ყველაფერი: მაისურები, კაბები, შარვლები, ჯინსები და სვიტერები, როგორც მშვიდ, გემოვნებიან ტონალობებში, ისე გამორჩეული და ხანდახან ექსცენტრული დეტალებით. ეს კოლექცია საშუალებას გაძლევს, ააწყო გარდერობი, სადაც თითოეული ნივთი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

ქალის PLUS ზომის ტანსაცმელი

ქალის PLUS ზომის ტანსაცმლის შერჩევისას მთავარია, სამოსი შენს სტილსა და სილუეტს ერგებოდეს. სწორად შერჩეული პერანგი ელეგანტურ, საქმიან იერს გმატებს, თავისუფალი მაისური უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს, ხოლო კარგად მორგებული შარვალი სრულყოფილს ხდის მთლიან ლუქს.

დაათვალიერე ქალის ტანსაცმლის კოლექცია, შეარჩიე ქალის კაბები სხვადასხვა სიგრძითა და ჭრით, ან მოძებნე ქალის ჯინსი, რომელიც იდეალურ წელის სიმაღლესა და ფორმას შემოგთავაზებს.

კაცის PLUS ზომის ტანსაცმელი

კაცის PLUS ზომის ტანსაცმელში გადამწყვეტი სწორად შერჩეული მაისური, პერანგი და ჯინსია. მკლავის სიგრძე და შარვლის წელის სწორი ფორმა ის დეტალებია, რაც სამოსის ბუნებრივ და ტანზე კარგად ჯდომას განაპირობებს.

Dressup.ge-ის კაცის ტანსაცმლის კოლექციაში იპოვი როგორც ყოველდღიურ, ისე შედარებით ფორმალურ მოდელებს, რომელთა შეხამებაც შეგიძლია სნიკერებთან, ქურთუკთან თუ ნაქსოვ ზედებთან. მაღალი ხარისხის ელასტიური ქსოვილები კი მთელი დღის განმავლობაში მაქსიმალურ მოხერხებულობას გინარჩუნებს.

გახსოვდეს: სტილი ზომით კი არ განისაზღვრება, არამედ იმით, თუ რამდენად თავისუფლად ხარ მოძრაობისას.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
მეტი ნაკლები
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
₾ ₾
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
შარვლის სიგრძე
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას