• ახალი
Weleda - სახის დამატენიანებელი კრემი...
Weleda - სახის დამატენიანებელი კრემი...

Weleda - სახის დამატენიანებელი კრემი ღამის Skin Food, 40 მლ

WELEDA
7611916558399
69 ₾
ზომა

ფილიალებში მარაგების შემოწმება
 

სქინ ფუდი ღამის კრემი, „სქინ ფუდი კლასიკისგან“ განსხვავებით, სპეციალურად სახის კანის ყოველდღიური მოვლისთვის არის შექმნილი. მსუყე კრემი წასმისთანავე დნება კანზე, ადვილად ნაწილდება და სწრაფად შეიწოვება. სქინ ფუდის ტრადიციულ კომპოზიციას /როზმარინის, იაჟუჟუნას, გვირილისა და კალენდულას ექსტრაქტებს, შის ცხიმსა და მზესუმზირას თესლის ზეთს/ ომეგა 3-ით მდიდარი ინკების კაკლის აღმდგენი და ტენის შემნახველი ზეთი დაემატა. კრემი ღამის განმავლობაში უჯრედების აღდგენაში ეხმარება კანს, კვებავს, აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და ტენის შენარჩუნებას უწყობს ხელს. დილით კანი დასვენებულია, ჯანმრთელი ფერი აქვს, აბრეშუმივით ბზინვარე და რბილია.

  • აღადგენს და არბილებს კანს
  • აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას
  • ინტენსიურად კვებავს კანს ღამით
  • სწრაფად შეიწოვება
  • 100% ბუნებრივი წარმოშობის
  • კანის ტოლერანტობა და ეფექტურობა დერმატოლოგიურად დადასტურებულია

შემადგენლობა: წყალი, მზესუმზირას ზეთი, შის (კარიტეს) ცხიმი, გლიცერინი, ბეჰენილის სპირტი,იზოამილ ლაურატი, სკვალანი, პენტილენ გლიკოლი, ბეტაინი, საქაროზას პოლისტეარატი, ცეტილის პალმიტატი, სტეარინმჟავა, ინკების კაკლის ზეთი, სამფერა იას, როზმარინის, გვირილასა და კალენდულას ყვავილების ექსტრაქტები, აზიური ცენტელას ბალახის ექსტრაქტი, დენატურირებული სპირტი, თიხამიწა, სენეგალური აკაციის გომიზი, ქსანთანი, რძემჟავა, E ვიტამინი (ტოკოფეროლი), პალმიტინის მჟავა, გლიცერილ კაპრილატი, ნატრიუმის სტეაროლგლუტამატი, სურნელი*, ლიმონენი*, ლინალოოლი*, ბენზილ ბენზოატი*, ციტრალი*, გერანიოლი*

*ბუნებრივი ეთერზეთებიდან და/ან მცენარეული ექსტრაქტებიდან

გამოყენება: წაისვით სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე ყოველ საღამოს, გაწმენდის შემდეგ.

ბრენდი
WELEDA
ბრენდის ქვეყანა
შვეიცარია
კატეგორია
სახის მოვლა
ქვეკატეგორია
სახის დატენიანება
ტიპი
სახის დამატენიანებელი კრემი
შემადგენლობა
წყლის ბაზა
მოცულობა
40 ml

მსგავსი პროდუქტები

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას