ქულების გამოყენების წესები

ქულების ღირებულება: Dressup-ის 1 ქულა = 1 ლარი.

გამოყენება: ქულების გამოყენება შესაძლებელია Dressup-ის ყველა ფილიალში ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, გარდა სასაჩუქრე ბარათებისა.

ონლაინ შეზღუდვა: ქულების გამოყენება არ ხდება ონლაინ შენაძენებისას.

აქციები და შეთავაზებები: ქულების გამოყენებისას მომხმარებელი სარგებლობს ყველა მიმდინარე აქციით, ხოლო გადასახდელი თანხა გამოითვლება საბოლოო ღირებულებიდან.

ქულების ვადა: ქულების მოქმედების ვადა 2 წელია. ბარათის არ გამოყენების შემთხვევაში, 24 თვის შემდეგ ქულები და საფეხური ანულირდება. (გასაუქმებელი ქულებისა და ბენეფიტების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს 1 თვით ადრე.)

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა: ქულების გამოყენებისას აუცილებელია ბარათის მფლობელმა თავად წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა რათა მოხდეს პიროვნების ზუსტი იდენტიფიცირება, მომხმარებლის უფლებების და გარანტიების დაცვის მიზნით. 

სრული გადახდა: პროდუქტის ღირებულება ქულებით უნდა დაიფაროს მთლიანად.

გაცვლა/დაბრუნება: ქულებით ნაყიდი პროდუქტის გაცვლა/დაბრუნება არ არის შესაძლებელი.

ქულების დაგროვება: ქულებით შეძენილ პროდუქტებზე ახალი ქულები არ გროვდება.

გადახარჯული ქულები: თუ მომხმარებელი დახარჯავს იმაზე მეტ ქულას, ვიდრე აქვს ბარათზე, ვალდებულია აცნობოს კომპანიას. ტექნიკური ხარვეზის გამო გადახარჯული ქულები დაიფარება მომდევნო დაგროვებული ქულებით. სხვა შემთხვევები განიხილება ინდივიდუალურად.

ქულების პორტირება: დაუშვებელია აღნიშნული ქულების სხვის მიერ (მეგობარი, ოჯახის წევრი და სხვ.) გამოყენება ან სხვა ბარათზე პორტირება.

დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის და მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებით იხილეთ Dressup ბარათის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას