გაიცანი ბრენდი

Nike-ს ბევრი წარდგენა არ სჭირდება. ეს არის ბრენდი, რომელიც კომფორტის, ინოვაციისა და სტილის სინონიმია. როცა ირჩევ ნაიკის, შენ ირჩევ ხარისხს, რომელიც ყოველდღიურობას უფრო დინამიურს ხდის. Dressup.ge-ზე შევაგროვეთ ბრენდის საუკეთესო და ორიგინალი პროდუქცია, რომ შენი სტილი კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. აქ ყველაფერია, რაც ნამდვილ ნაიკის მოყვარულს სჭირდება.

იმოძრავე ნაიკთან ერთად

სპორტული სამოსი დიდი ხანია გასცდა სავარჯიშო დარბაზის საზღვრებს. Nike-ს კოლექცია ამის საუკეთესო მაგალითია. კომფორტული ჰუდი, თავისუფალი სტილის სპორტული შარვალი თუ კლასიკური მაისური იდეალურად ერწყმის ქალაქის რიტმს. აქ შეგიძლია შეარჩიო სპორტული ტანსაცმელი, რომელიც ერთნაირად მოგიხდება როგორც ვარჯიშზე, ისე მეგობრებთან შეხვედრისას. აღმოაჩინე მოდელები, რომლებიც შენს თავდაჯერებულობასა და ენერგიას ზუსტად გამოხატავს.

ლეგენდარული მოდელები და ახალი ფავორიტები

Nike-ს ისტორია მისი საკულტო ფეხსაცმლის მოდელების ისტორიაა. Dressup.ge-ზე იპოვი ყველაფერს, კლასიკური Air Max-იდან დაწყებული, თანამედროვე Zoom Vomero-თი დამთავრებული. თუ ეძებ ნაიკი ჯორდანებს, ან გჭირდება ნაიკის ორიგინალი ბოტასები ყოველდღიური სტილისთვის, ჩვენი კოლექცია არჩევანის სრულ თავისუფლებას გაძლევს. დაათვალიერე მამაკაცის ფეხსაცმლისა და ქალის ფეხსაცმელის კატეგორიები და იპოვე შენი იდეალური წყვილი, რომელიც ყველა ნაბიჯზე კომფორტს შეგიქმნის.

ნაიკის აქსესუარები

სრულყოფილი სტილი დეტალებშია. Nike-ს აქსესუარები ზუსტად ის შტრიხია, რომელიც შენს ჩაცმულობას დასრულებულ სახეს აძლევს. კოლექციაში იპოვი ტევად ზურგჩანთებს, კომპაქტურ ჩანთებსა და, რა თქმა უნდა, ბრენდის ცნობილ კეპებს. შეარჩიე შენთვის სასურველი ფერისა და დიზაინის კეპი და სხვა აქსესუარები, რომლებიც შენი სტილის განუყოფელი ნაწილი გახდება.

რატომ უნდა შეიძინო ნაიკი Dressup.ge-ზე?

შოპინგი მარტივი და სასიამოვნო უნდა იყოს, ამიტომ ვცდილობთ, ზუსტად ასეთი გამოცდილება შევქმნათ. ჩვენთან ნაიკის ბოტასისა და ტანსაცმლის შეძენისას შენ იღებ:

ორიგინალობის გარანტიას: ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური პარტნიორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტი ავთენტურია.

სწრაფ და უფასო მიწოდებას: შეკვეთას საქართველოს ნებისმიერ წერტილში სრულიად უფასოდ მიიღებ.

„მოირგე“ სერვისს: თუ თბილისში ხარ, შეგიძლია გამოიძახო რამდენიმე ზომა ან მოდელი, სახლშივე მოისინჯო და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

კომფორტულ შოპინგს: შეარჩიე სასურველი ნივთები სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მაღაზია Dressup.ge კი დანარჩენზე იზრუნებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას