გაიცანი ბრენდი

Gino Rossi პოლონური ბრენდია, რომელიც დახვეწილი, მინიმალისტური სტილით გამოირჩევა. ბრენდის მთავარი მიზანია კლასიკური ელეგანტურობისა და თანამედროვე ტრენდების ჰარმონიული შერწყმა, რაც მის პროდუქციას ნებისმიერი სტილის გარდერობს მარტივად უხამებს. თუ ლაკონიურ დიზაინს, მაღალ ხარისხსა და კომფორტს აფასებ, მაშინ Gino Rossi-ს მოდელები აუცილებლად დაგაინტერესებს. 

Gino Rossi-ს ფეხსაცმელი და აქსესუარები

ბრენდის კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ შეხვდები როგორც კლასიკურ მოდელებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ისე კომფორტულ ფეხსაცმელს ყოველდღიური სტილისთვის. Dressup.ge-ზე შეგიძლია შეარჩიო Gino Rossi-ს სანდლები, ქუსლიანი ფეხსაცმელები, ლოფერები, ბოტასები და, თან, მათ შეუხამო ბრენდის ჩანთები ქალისა და მამაკაცისთვის.

ჯინო როსის სტილი, ხარისხი და კომფორტი

Gino Rossi-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის, დახვეწილი ვიზუალისა და ხელმისაწვდომი ფასის ბალანსია. ბრენდი ქმნის მოდელებს, რომლებიც დიდხანს ინარჩუნებს აქტუალობას და მარტივად ერგება თითქმის ყველანაირი ჩაცმის სტილს. თითოეული მოდელის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კომფორტს, რაც ამ ბრენდის ფეხსაცმელს ყოველდღიური მოხმარებისთვის იდეალურს ხდის.

თუ Gino Rossi-ს მსგავსი მინიმალისტური და სადა სტილი გიზიდავს, დაათვალიერე GANT, Wrangler, BarbourGreyder და Lacoste-ს კოლექციებიც. Dressup.ge-ზე ყველა ამ ბრენდს ერთ სივრცეში იპოვი.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას