როგორ გავარჩიოთ ორიგინალი და ყალბი CONVERSE-ები

რაც უფრო ცნობადი და მოთხოვნადია ბრენდი, მით უფრო ხშირია შემთხვევა, როდესაც მისი გაყალბება ხდება. მსგავსი ფაქტები, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მრავალია. არაორიგინალი  პროდუქციის შემთხვევაში, საქმე გვაქვს უხარიხსო და უმეტესად იაფფასიანი, ჯანმრთელობისათვის საზიანო მასალებისგან დამზადებულ პროდუქტთან. ასევე, ყალბი პროდუქცია ადვილად ზიანდება, კარგავს ფორმას და პრეზენტაბელურობას.

1. შეამოწმეთ შეფუთვა - Converse-ის ორიგინალ ყუთზე ბრენდის ლოგოა გამოსახული. ყუთზე ასევე დატანილია ნიშნული, სადაც მითითებულია ფეხსაცმლის ზომა, მწარმოებელი ქვეყანა და სერიული ნომერი, რომელიც შეესაბამება შეძენილ ფეხსაცმელზე დატანილ ნომერს.

2. შეამოწმეთ ფასი - თუ Converse-ის ახალ, ფასდაუკლებელ კედს 100 ლარზე ნაკლებად ნახავთ, ის დიდი ალბათობით ყალბია.

3. შეამოწმეთ ფეხსაცმლის ძირი - ორიგინალი Converse-ის ძირი მყარია და მასზეც ბრენდის წარწერაა დატანილი. ძირის შიდა მხარეს კი Converse-ის გამოკვეთილი წარწერაა დატანილი.

4. შეამოწმეთ ფეხსაცმლის ენა - ორიგინალ Converse-ებზე, ფეხსაცმლის ენაზე ბრენდის ლოგოა დატანილი, რომელიც გამოკვეთილად ჩანს. თუ აღნიშნული ლოგო ფერმკრთალია, ის დიდი ალბათობით ყალბია.

5. შეამოწმეთ ზოლი ძირზე - ფეხსაცმლის ძირზე, გვერდითა მხარეს, Converse-ს შავი ზოლო დაჰყვება - თუ ეს ზოლი უსწორმასწორო და ფერმკრთალია, დიდი ალბათობით, ეს ფეხსაცმელი ყალბია.

6. შეიძინეთ Converse-ები ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელისგან - და ბოლოს, იმისათვის რომ გქონდეთ გარანტია, რომ ორიგინალი Converse-ები გაცვიათ, აუცილებელია ის ბრენდის ოფიციალური პარტნიორებისგან შეიძინოთ!

„დრესაპ ჯგუფი“ საქართველოში Converse-ის ოფიციალური წარმომადგენელია -  მისი პროდუქცია FActory-ის, Jeans Gallery-ის მაღაზიებში და ონლაინ, Dressup.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას