ამბობენ, რომ რაც უფრო ცნობადი და მოთხოვნადია ბრენდი, მით უფრო ხშირია შემთხვევა, როდესაც მისი გაყალბება ხდება. მსგავსი ფაქტები, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მრავალია. არაორიგინალი  პროდუქციის შემთხვევაში, საქმე გვაქვს უხარიხსო და უმეტესად იაფფასიანი, ჯანმრთელობისათვის საზიანო მასალებისგან დამზადებულ პროდუქტთან. ასევე, ყალბი პროდუქცია ადვილად ზიანდება, კარგავს ფორმას და პრეზენტაბელურობას.

ჩვენ, „დრესაპ ჯგუფი“, როგორც მრავალი საერთოშორისო ბრენდის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, პასუხისმგებლობას ვგრძნობთჩვენს მომხმარებლებს მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია. ამჯერად ორიგინალი და ყალბი Converse-ის გარჩევის მეთოდებს გაგაცნობთ:

1. შეამოწმეთ შეფუთვა - Converse-ის ორიგინალ ყუთზე ბრენდის ლოგოა გამოსახული. ყუთზე ასევე დატანილია ნიშნული, სადაც მითითებულია ფეხსაცმლის ზომა, მწარმოებელი ქვეყანა და სერიული ნომერი, რომელიც შეესაბამება შეძენილ ფეხსაცმელზე დატანილ ნომერს.

2. Converse-ის ფასი - Converse-ის ორიგინალი კედი/ფეხსაცმელი, ჩვეულებრივ, მოდელიდან გამომდინარე, 129-დან 250 ლარამდე ღირს. თუ Converse-ის ახალ, ფასდაუკლებელ კედს 100 ლარზე ნაკლებად ნახავთ, ის დიდი ალბათობით ყალბია.

3. ფეხსაცმლის ძირი - ორიგინალი Converse-ის ძირი მყარია და მასზეც ბრენდის წარწერაა დატანილი. ძირის შიდა მხარეს კი Converse-ის გამოკვეთილი წარწერაა დატანილი.

4. ფეხსაცმლის ენაზე - ორიგინალ Converse-ებზე, ფეხსაცმლის ენაზე ბრენდის ლოგოა დატანილი, რომელიც გამოკვეთილად ჩანს. თუ აღნიშნული ლოგო ფერმკრთალია, ის დიდი ალბათობით ყალბია.

5. ზოლი ძირზე - ფეხსაცმლის ძირზე, გვერდითა მხარეს, Converse-ს შავი ზოლო დაჰყვება - თუ ეს ზოლი უსწორმასწორო და ფერმკრთალია, დიდი ალბათობით, ეს ფეხსაცმელი ყალბია.

6. და ბოლოს, იმისათვის რომ გქონდეთ გარანტია, რომ ორიგინალი Converse-ები გაცვიათ, აუცილებელია ის ბრენდის ოფიციალური პარტნიორებისგან შეიძინოთ!

 დრესაპ ჯგუფისაქართველოში Converse-ის ოფიციალური წარმომადგენელია -  მისი პროდუქცია FActory-ის, Jeans Gallery-ის მაღაზიებში და ონლაინ, Dressup.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას