პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების წესები

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აქტიური ქმედებით თანხმობას განუცხადებს კომპანიას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების თაობაზე, შპს „თრეიდლაინ“-ი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დაამუშავებს მომხმარებლის შემდეგ მონაცემებს: ტელეფონის ნომერი ან/და ელ. ფოსტა. 

მარკეტინგული შეთავაზებების დაგზავნის მიზნით, კომპანიასთან ურთიერთობაში მყოფი დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი არის:

  • შპს „ვიფიშერი“  (ს/კ: 400147337), ტელ: +995 598185556 - მარკეტინგული SMS შეტყობინებების დაგზავნის მიზნით.

მომხმარებელი უფლებამოსილია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობა ნებისმიერ დროს უკან გამოიხმოს https://dressup.ge-ზე ე.წ. პირადი ანგარიშიდან (სადაც თანხმობას აცხადებს) შესაბამისი ღილაკის მონიშვნით, Facebook-ზე ოფიციალურ მომხმარებელთა მხარდაჭერის ჩათში მოწერით (ლინკი: https://www.facebook.com/www.Dressup.ge/) ან შეტყობინების მიღებისას SMS OFF (SMS შეტყობინებებზე) ან/და UNSUBSCRIBE-ის (ელ. ფოსტით მიღებულ მარკეტინგულ შეთავაზებებზე) ფუნქციის გამოყენებით. 

თანხმობის გამოხმობის უფლების განხორციელების ზემოთ მითითებული ნებისმიერი ფორმა/წესი არის უფასო.

მომხმარებლის ტელეფონის ნომრის ან/და ელ. ფოსტის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება ხორციელდება მომხმარებლის მიერ თანხმობის განცხადებიდან მთელ პერიოდში მანამ, სანამ მომხმარებელი თანხმობას არ გამოიხმობს. 

მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხმობის ფაქტის დაფიქსირებისას, კომპანია შეწყვიტავს მომხმარებლის მონაცემთა დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას