თქვენი ჩანთა
თქვენს კალათაში აღარ არის პროდუქტი
- სიახლეები
- 4535 ნახვა
დღეს, 26 თებერვალს, Levi Strauss-ის, ლეგენდარული ბრენდ LEVI’S-ის დამფუძნებლისა და „ლურჯი ჯინსის“ შემქმნელის, 190 წლის იუბილეა!
ადამიანი, რომელმაც ჩაცმის სტილის და ზოგადად მოდის ინდუსტრიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მისი ქმნილება - ჯინსის შარვალი, დღეს თითოეული ჩვენთანგანის გარდერობის განუყოფელი ნაწილი და ჩაცმის ყოველდღიური სტილია. ინოვატორი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი - ასე ახასიათებს მსოფლიო ლივაი შტრაუსს!
„დრესაპ ჯგუფი“ წარმოგიდგენთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს მისი ცხოვრებიდან.
ოჯახი და პირველი ნაბიჯები
- წარმოშობით ებრაელი Levi (Loeb) Strauss დაიბადა 1829 წლის 26 თებერვალს ქალაქ ბუტენჰეიმში (გერმანია), Hirsch Strauss-ისა და Rebecca Haas Strauss-ის მრავალშვილიან ოჯახში.
- 1846 წელს, ლივაი, დედასთან და ორ დასთან ერთად ტოვებს გერმანიას და გადადის საცხოვრებლად ნიუ იორკში, სწორედ აქედან იწყება მისი ბიზნეს საქმიანობის ისტორია აშშ-ში.
- აღსანიშნავია, რომ 1850 წლამდე Levi Strauss-ს ერქვა Loeb Strauss. მან სწორედ ამერიკაში ყოფნისას შეიცვალა სახელი და გახდა Levi Strauss - საიდანაც მომდინარეობს ლეგენდარული ბრენდი LEVI’S-ის სახელწოდებაც.
- 1853 წელს Levi Strauss ამერიკის მოქალაქე ხდება. ამავე წელს, კალიფორნიაში ახალი შესაძლებლობების გამოჩენის შემდეგ, ლივაი ტოვებს ნიუ იორკს და დასავლეთ ამერიკაში მიემგზავრება. სამოსის ბიზნესი მან უკვე სან ფრანცისკოშიც დაიწყო.
იდეალური ბიზნეს პარტნიორი
- ლივაი შტრაუსის ყველაზე წარმატებულ პარტიორობად ითვლება მისი და მკერავ Jacob Davis-ის თანამშრომლობა. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგად,მათ შექმნეს და 1873 წლის 20 მაისს მიიღეს პატენტი ისეთი ჯინსის დამზადებაზე, რომლის ჯიბეებიც იქნებოდა გამყარებული მეტალის მოქლონებით. აღნიშნული მეთოდი შარვალს ბევრად უფრო გამძლეს გახდიდა. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტის, „ლურჯი ჯინსის“ მასობრივ წარმოებას. მსოფლიოში გავრცელებული და მიღებული ვერსიით, სწორედ აღნიშნული დღე ითვლება ჯინსის დაბადების დღედ, რომელიც 20 მაისს აღინიშნება.
საქმიანობა ბიზნესს გარეთ
- ლივაი შტრაუსი მის საქმიანობასთან ერთად, ქველმოქმედებითაც იყო დაკავებული და ებრაულ ობოლთა თავშესაფრებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს ეხმარებოდა. მისი ხელშეწყობით კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში 28 სტუდენტმა დაიწყო სწავლა. Levi Strauss-ის დახმარება სხვადასხვა ორგანიზაციებს დღემდე გადაეცემა.