ზამთრის სეზონის მთავარი ტენდენციები: მოამზადე კალათა შავი პარასკევისთვის

შავი პარასკევი უკვე მოახლოვდა და სეზონური გარდერობის განახლებაც კარს მოგვადგა. ყოველ წელს სხვადასხვა სტილი და ფორმები ხდება აქტუალური, ამ ბლოგში კი შევეცდებით იმ ტრენდებზე ვისაუბროთ, რომელიც ცივ სეზონებში აუცილებლად გამოგადგება, შესაბამისად, თქვენი შავი პარასკევისთვის განკუთვნილ კალათაშიც აუცილებლად უნდა მოხვდეს. 

Dressup.ge-ზე შეთავაზებების სეზონი უკვე დაიწყო და წინ კიდევ მრავალი სიურპრიზი ელოდებათ მომხმარებლებს. თუკი გსურს ეს ამბები არ გამოგრჩეს, თვალი ადევნე ჩვენს სოციალურ ქსელებს და მოამზადე შენი ციფრული კალათა სეზონის ყველაზე აქტუალური ტენდენციების გათვალისწინებით, ფასდაკლებები კი კიდევ მრავლად იქნება. 

Countryside Aesthetic

ბუნებასთან დაახლოებისა და კომფორტის სურვილი 2024 წელს მოდაში ახალი ტალღის მომტანი გახდა. Countryside Aesthetic, ანუ სტილი დასავლეთიდან, რომელიც თბილ ტონებთან და კომფორტულ ფორმებთან კავშირს მოითხოვს. ესაა სტილი, რომელშიც აქცენტი კეთდება პრაქტიკულობაზე და სიამოვნებაზე. სწორედ ასეთია Barbour-ის ქურთუკიც, ისევე როგორც პერანგი Levi’s-სგან. თუკი ფეხსაცმლისთვისაც ეძებ ინსპირაციას, Vic Matie-სთან ყველაზე დიდ არჩევანს უნდა ელოდებოდე! 

Skirts over Pants

ექსპერიმენტების მოყვარულთათვის 2024 წელი განსაკუთრებულია. Skirts over Pants ტრენდი წელს არ დაწყებულა, თუმცა დროთა განმავლობაში თავის ადგილს ყოველთვის პოულობს ხოლმე მოდის მოყვარულთა გულებში. ეს ტენდენცია გვთავაზობს უჩვეულო და მიმზიდველ კომბინაციას. თუკი შენც ფიქრობ რომ ორიგინალური და ნაკლებად განმეორებადი იმიჯი მოირგო, VILA-ს შარვალი და ONLY-ის მინიკაბების არჩევანი ნამდვილად შენთვისაა განკუთვნილი.

Maxi Straight Skirts

მაქსი კაბები ამ სეზონზე უკვე კლასიკად იქცა (ჯინსისა და იტალიური მიმართულებების შემდეგ, წელს სწორი და შედარებით კლასიკური „სქირთებია“ პოპულარული). მათი სიგრძე და ფაქტურა შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, რაც გაძლევთ საშუალებას, სხვადასხვა სტილი მოირგოთ. მაქსი კაბები შესანიშნავად ერწყმის როგორც მაისურებს, ასევე სვიტრებსა და ჟაკეტებს. ეს სტილი ქალურობას უსვამს ხაზს და ამავდროულად კომფორტის დაუვიწყარ შეგრძნებას ტოვებს. ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიაში კი SELECTED FEMME-სა და Dickies-ის ულამაზეს მოდელებსაც წააწყდები!

Long Coats over Hoodies

სპორტული და ელეგანტური სტილის შერწყმა – ასე შეიძლება აღვწეროთ ეს ტრენდი. ჰუდი გრძელ პალტოსთან ერთად ქმნის ერთი შეხედვით უჩვეულო, მაგრამ მიმზიდველ კონტრასტს (დაახლოებით იმგვარ განცდას აღძრავს, როგორიც ჯერემი ალენ ვაიტის პოპულარობას ხვდა პარალელურად) . ეს სტილი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში, რომლებიც ეძებენ თავისუფლებასა და კომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი რჩეული ამ ტენდენციის მიმართუბაში SELECTED FEMME-ს პალტო და Lacoste-ის მრავალფეროვანი ჰუდები აღმოჩნდა. 

გადახედე ჩვენს კოლექციას და მოემზადე ციფრული შოპინგისთვის. Dressup.ge-ზე შავი პარასკევი უკვე დაიწყო! 

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას