დღიურის დანართი 1: ბრენდმა სხვადასხვა დროს სამჯერ მიიღო სამეფო ოჯახის მიერ გაცემული ორდენი - ელიზაბეთ მეორის, ედინბურგის ჰერცოგისა და უელსის პრინცისგან.
დღიურის დანართი 2: საინტერესოა, რომ ბრენდმა სხვადასხვა დროს ითანამშრომლა ისეთ თითქოსდა კატეგორიულად განსხვავებულ მოდის სახლებთან თუ დიზაინერებთან, როგორებიც Alexa Chung და Supreme არიან.
დღიურის დანართი 3: ბარბორის მთავარი ფილოსოფია ყოველდღიური მოდისა და პრაქტიკულობის ფენომენს ეფუძნება.
დღიურის დანართი 4: აღსანიშნავია, რომ ბრენდის მემკვიდრეობა ბარბორის არქივშია დაცული, სადაც ათასობით უნიკალური დიზაინი, ჩანაწერები და ისტორიები ინახება (მათ შორის რამდენიმეს კი მიხვდებოდით, რომ თქვენც გაეცანით!).
დღიური დანართი 5 - ბარბორი და საქართველო: ბარბორი „დრესაპ ჯგუფის“ ოჯახის წევრი გასულ წელს გახდა. (ჩემი აზრით კი შემოდგომის სეზონს ყველაზე მეტად მოუხდა ამ ბლოგის შექმნა) ბრენდის პროქდუქციის ხილვა Jeans Gallery-შია შესაძლებელი (მე კი გირჩევთ, იჩქაროთ). წელს უკვე პირველად მაღაზიებში ქალის კოლექციასაც შეხვდებით, რომელიც არანაკლებ აღმაფრთოვანებელია. მნიშნველოვანია, რომ ბარბორი მხოლოდ ქურთუკებით (მიუხედავად იმისა, რომ ქურთუკები დროის და მოდის მიერ არის გამოცდილი) არ შემოიფარგლება და მასში მრავალფეროვან არჩევანს შეხვდებით, რომელიც სეზონური საჭიროებებისთვის თუ კარგი მოგონებებისთვის იდეალურია!
© ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი