LEVI'S x GUDAURI
მზად ხარ სასრიალო სეზონისთვის? ?️? 
 
როგორც იქნა, დადგა დრო, რომელსაც მოუთმენლად ელოდი - სასრიალო სეზონი გუდაურში უკვე დაიწყო და ექსტრემალური თავგადასავლები შენს მოლოდინშია.
 
ალბათ სრიალისთვის სამზადისიც უკვე დაწყებული გაქვს, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ თხილამურებთან და სნოუბორდთან ერთად თბილი, კომფორტული ტანსაცმლის წაღებაც თოვლიანი ზამთრის კურორტზე არ უნდა დაგავიწყდეს.


კომფორტთან ერთად ექსტრემალურ სიტუაციებში გამორჩეული ლუქიც მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ წინასწარ ვიზურუნეთ შენს სტილზე. თან ჩვენი მაისურები და ჰუდები სამომავლოდ ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, გარემოში თუ სეზონზეც შეგიძლია, მოირგო და გამოხატო შენი გატაცება ზამთრის სპორტის სახეობებით. 

 




წარმოგიდგენთ ყველასათვის საყვარელი ბრენდის, LEVI’S-ის ჰუდებს და მაისურებს გუდაურის პრინტებით.

სასურველი ჰუდების ან მაისურების შერჩევა შესაძლებელია როგორც LEVI’S-ის მაღაზიებში, ასევე ონლაინ, DRESSUP.GE-ზე.
 

თუ ჩვენს მიერ შემოთავაზებული პრინტების ნიმუშებიდან გიჭირს არჩევანის გაკეთება, გული არ დაგწყდეს, შეარჩიე შენთვის სასურველი ნებისმიერი ვიზუალი, გვეწვიე ლივაისის სითი მოლის ფილიალში და ზუსტად 5 წუთში შენ მიერ შერჩეული გრაფიკა თუ წარწერა ჩვენთან შეძენილ სპეციალურ ჰუდზე ან მაისურზე აღმოჩნდება.
 

LEVI’S ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში შენს გვერდითაა.
 
უსაფრთხო სრიალს, ექსტრემალურ სიტუაციებს და გამორჩეულ თავგადასავლებს გისურვებთ!


 
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას