მამაკაცის სპორტული ზედა და ჰუდი ონლაინ

სპორტული სტილი დიდი ხანია გასცდა სავარჯიშო დარბაზებს და დღეს უკვე არა უბრალოდ ყოველდღიური გარდერობის შეუცვლელი ბაზისია, არამედ ურბან სტაილის ხელწერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი. არც არის გასაკვირი, რომ ჰუდები მალე გახდა პოპულარული - სპორტული სტილი კომფორტულია, მოძრაობის აბსოლუტურ თავისუფლებას გაძლევს და, თან, ფერების, პატერნებისა და გრაფიკული მოხატულობის უდიდეს არჩევანსაც გთავაზობს, რაც საუკეთესო გზაა შენს ინდივიდუალურ სტილსა და ინტერესებს მარტივად გაუსვა ხაზი.

თუ აფასებ კომფორტს და თან გინდა, რომ ყოველთვის ტრენდულად გამოიყურებოდე, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სპორტული ზედების 100% ორიგინალ კოლექციას მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან, მათ შორის Lacoste, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Hummel, Guess, Puma და ა.შ. პრემიუმ ხარისხის ბამბა, ფლისის რბილი ფაქტურა და თანამედროვე თარგები უზრუნველყოფს შენი ტანსაცმელი არა მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავი, არამედ მაქსიმალურად პრაქტიკულიც იყოს.

შეიძინე მამაკაცის სპორტული ზედა ან ჰუდი ონლაინ

ჩვენს კოლექციაში იპოვი როგორც მინიმალისტურ, სადა ჰუდებს, ისე ელვა-შესაკრავიან მომდგარ ზედებსა და სრულ სპორტულ კომპლექტებს ნებისმიერი სეზონისთვის. ურბანული ან ყოველდღიური იმიჯი შეგიძლია იდეალურად შეკრა კომფორტული მამაკაცის სპორტული ფეხსაცმლის დახმარებით: მაგალითად, მსუბუქი კედით ან მასიური ბოტასებით. თუმცა ჰუდების ხიბლი სწორად იმაშია, რომ მათი დახმარებით მარტივად შეიძლება კონტრასტული მიმზიდველი ლუქის შექმნაც - ჩაანაცვლე სპორტულები კლასიკური ფეხსაცმლით და დაუმატე შესაბამისი კაცის აქსესუარები, მაგალითად, ტყავის ქამარი, თბილი ქუდი ან ტევადი ჩანთა და ლუქიც მზადაა.

ონლაინ შოპინგის მეტი კომფორტისთვის ჩვენ დავნერგეთ ქართული ბაზრისთვის ინოვაციური სერვისი „მოირგე“. თუ ზომაში ან ფაქტურაში ეჭვი გეპარება, თბილისის მასშტაბით, შეგიძლია გამოიწერო 10-მდე სხვადასხვა ნივთი (ზომა და მოდელი). კურიერი შეკვეთის მოტანის შემდეგ 20 წუთი დაგელოდება, სანამ ყველაფერს მოიზომებ. შენ იხდი მხოლოდ იმ ნივთის საფასურს, რომელსაც იტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას