Sweet Home Friday - გამორჩეული შეთავაზება შენი სახლისთვის

სახლი მხოლოდ სივრცე არ არის. ეს არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ, სადაც პატარა დეტალებიც კი შენს ხასიათს გამოხატავს და ყოველდღიურობას უფრო სასიამოვნოს ხდის.

Sweet Home Friday სახლისთვის ახალი შტრიხების დამატების შესაძლებლობას გაძლევს.  აქ ერთიანდება მყუდრო ტექსტილი, გამორჩეული ჭურჭელი, პრაქტიკული აქსესუარები და ნივთები, რომლებიც სივრცეს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს.

Sweet Home Friday-ის ფარგლებში, მხოლოდ 13 ნოემბერს, სახლის კოლექციაზე იმოქმედებს 30%, 40% და 50%-იანი ფასდაკლებები. მინიმუმ 300 ლარის ღირებულების კალათაზე კი დამატებით 20%-იან ფასდაკლებას მიიღებ.

შეარჩიე ის დეტალები, რომლებიც შენს სახლს კიდევ უფრო შენსას გახდის.

მყუდრო გარემო დეტალებით იქმნება

რბილი პლედი, სასიამოვნო ტექსტილი და ფერები, რომლებიც სივრცეს ახალ განწყობას მატებს. Eja, Casa Lusso და United Colors of Benetton-ის სახლის კოლექციებში იპოვი ნივთებს, რომლებიც ყოველდღიურ კომფორტს განსაკუთრებულ შტრიხებს შემატებს.

სამზარეულო, სადაც პრაქტიკულობა დიზაინს ხვდება

სამზარეულოს პატარა აქსესუარებსაც შეუძლია სივრცის ხასიათის შეცვლა. Pylones-ის ფერადი დეტალები, CoolBottles-ის თერმო ჭიქები და MasterChef-ის სამზარეულოს ჭურჭელი ყოველდღიურ რუტინას უფრო მოსახერხებელს ხდის.

სერვირება და გამორჩეული დეტალები

სუფრის გაფორმება ყოველდღიურ სადილს განსაკუთრებულ განწყობას მატებს. United Colors of Benetton-ისა და Kersten-ის ჭურჭელი ფერებითა და ფორმებით სუფრისთვის განსხვავებული ხასიათის შექმნაში დაგეხმარება.

იდეებისთვის, ჩანაწერებისა და ახალი გეგმებისთვის

სახლში მყუდრო გარემოს შექმნა მხოლოდ ინტერიერით არ შემოიფარგლება. Printworks-ისა და Nuuna-ს ბლოკნოტები და კრეატიული ნივთები იდეების ჩასაწერად, გეგმების დასალაგებლად და საყვარელი მომენტების შესანახად გამოგადგება.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას