Atrio 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე

სეზონის მთავარი გამოწვევა, ყოველთვის სწორად შერჩეული ფეხსაცმელია. გარდა იმ ყოველდღიურობისა, რომელიც ამ ატრიბუტს სდევს თან, გზად ‘დაუწერელ კანონებსაც’ ვხვდებით. მაგალითად კომფორტთან ერთად გამუდმებით უნდა არსებობდეს თავდაჯერებულობა, გამძელობასთან ერთად კი ნიშური სილამაზე.

Atrio სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა: შეეკრიბა ისეთი სახასიათო ბრენდები, რომელთაც ფორმის, მასალისა და ოსტატობის ფასი იციან.

ახალ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე Atrio-ს პორტფოლიო კიდევ უფრო გაფართოვდა. ეს ზრდა ბუნებრივია: როდესაც ხარისხის მიმართ მოთხოვნა მატულობს, თითოეულმა სივრცემ ახალი, საინტერესო სახელებით უნდა უპასუხოს.

სამი ახალი სახელი: ფრანგული ნაბიჯები და იტალიური ტრადიცია

Veja - ფრანგული ყოველდღიური ფეხსაცმელი, რომლებმაც მსოფლიოს მდგრადი მოდის ახალი სტანდარტი აჩვენეს. ფეხსაცმლის ძირები ამაზონის ველური კაუჩუკისგან მზადდება, ორგანული ბამბა და ეკოლოგიურად სუფთა ტყავი კი Veja-ს იდეალური არჩევნად აქცევს მათთვის, ვისაც ურბანული მინიმალიზმი აინტერესებს.

Sergio Levantesi - იტალიური ქალის ბრენდის, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ ქუსლი აუცილებლად დისკომფორტს ნიშნავს. სპეციალური ბალანსირებითა და რბილი ჩაფენით შექმნილი მოდელები ისეა შეკერილი, რომ დილიდან სამუშაო დღის ბოლომდე სრულიად თავისუფლად ატაროთ.

Sturlini - ტოსკანური მეწაღეობის ნამდვილი ხელოვნება. აქ ყველა დეტალში იგრძნობა ხელით დამუშავებული, პრემიუმ კლასის ტყავის სტრუქტურა. ეს არის ფეხსაცმელი მამაკაცებისა და ქალებისთვის, ვისაც ავთენტური იტალიური ხასიათი და დროში გამოცდილი გამძლეობა ხიბლავს.

შემოდგომა-ზამთრის რჩეული მოდელები

ახალი კოლექცია პასუხობს სეზონის მთავარ გამოწვევას, თუ როგორ შევინარჩუნოთ დახვეწილი სტილი ტემპერატურის კლებასთან ერთად. გამორჩეულ მოდელებს შორის ყურადღებას რამდენიმე მკაფიო სილუეტი იქცევს:

  1. მინიმალისტური ჩექმა - მკვრივი, ნატურალური ტყავი და მოქნილი ძირი. მარტივად ეხამება როგორც კლასიკურ შალის შარვალს, ისე ჯინსებს. 
  2. ტყავის Loafer მასიურ ძირით - კლასიკური ფორმის თანამედროვე ინტერპრეტაცია, რომელიც იდეალურია ოფისისთვის და ქალაქში ხანგრძლივი გადაადგილებისთვის.
  3. ელეგანტური მაღალყელიანი ჩექმა სუფთა ხაზებით - რბილი ტყავი, რომელიც ფეხის ფორმას იდეალურად ერგება და ნებისმიერ შემოდგომის პალტოს განსაკუთრებულ სიმკაცრესა და შარმს ანიჭებს.

ქართული ხელწერა: Atrio x Ruso

საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან ერთად, Atrio განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ადგილობრივ ხედვას. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია Atrio x Ruso - ექსკლუზიური კოლაბორაცია, რომელიც ქართულ ესთეტიკას, დახვეწილ შტრიხებსა და უმაღლესი ხარისხის მასალებს აერთიანებს. ეს არის კოლექცია, სადაც თითოეული ნივთი შეზღუდული რაოდენობითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით იქმნება.

ბრენდების სრული არჩევანი

Atrio-ში წარმოდგენილი ბრენდების სია მათთვისაა, ვინც დეტალებს არ უგულებელყოფს, დაწყებული ფეხსაცმლით, დამთავრებული ჩანთებითა და აქსესუარებით: Doucal’s, Fabio Rusconi, AGL, Sturlini, Veja, Sergio Levantesi, Vic Matie, 3Juin, N21, Gianni Chiarini.

ჩვენთან ასევე პრემიუმ აქსესუარები და სათვალეებსაც შეხვდები: Lanvin, Ferragamo, Longchamp - ოპტიკისა და მზის სათვალეების მიმართულება, რომელიც სრულყოფილად ასრულებს ნებისმიერ სეზონურ ლუქს.

აღმოაჩინეთ შემოდგომა-ზამთრის სრული კოლექცია და შეარჩიეთ თქვენი მოდელი Atrio-ს ფილიალებში: ჭავჭავაძის გამზ. 29, სითი მოლი საბურთალო, გალერია თბილისი, ან ონლაინ Dressup.ge

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას