რა ჩავიცვათ სავარჯიშო დარბაზში 2026 წელს?

რა ჩავიცვათ სავარჯიშო დარბაზში 2026 წელს?

ყველა თანხმდება, რომ სავარჯიშო ტანსაცმელი კომფორტული უნდა იყოს, თუმცა, თუ გსურს, სიახლეებს დარბაზშიც აუწყო ფეხი, Who What Wear-ის რედაქტორის, ჰარიეტ დეივის, მიმოხილვა დაგაინტერესებს. ის 2026 წლის სპორტული სამოსის რამდენიმე ტენდენციას გამოყოფს, რომლებსაც ამ ბლოგში გაგიზიარებთ, რათა Dressup.ge-ს ონლაინ მაღაზიაში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შერჩევისას გაითვალისწინო.

ერთი ფერის ტოპი და ლეგინსი

დატვირთულ დღეებში, ალბათ, შენც ცოტა დრო გრჩება ტანსაცმლის შესარჩევად. ამიტომ გირჩევნია, ისეთი სპორტული სამოსი ჩაიცვა, რომლის დეტალების შეხამებაზეც დიდხანს ფიქრი არ დაგჭირდება. ამ რეალობის გამოძახილია 2026 წელს ერთ ფერში შერჩეული ტოპისა და ლეგინსის პოპულარობაც. მაგალითად, თუ Nike-ის შავ ორეულს ჩაიცვამ, ლუქის დასასრულებლად მხოლოდ ფეხსაცმლისა და აქსესუარების შერჩევაღა დაგჭირდება.

ამავე კომპლექტით განსხვავებულ ლუქებსაც შექმნი, თუ მის ნაწილებს ცალ-ცალკე სხვა სამოსთან ჩაიცვამ. შეგიძლია ეს შავი ტოპი მუქ ლურჯ სპორტულ შარვალს შეუხამო, ლეგინსი კი ნაცრისფერ ჰუდისთან ერთად ატარო.

მრავალფენიანი სპორტული სტილი

წელს სპორტულ ლუქებში აქტუალურია ე.წ. ლეიერინგი (layering), ანუ სამოსის ფენებად ჩაცმა. თუ ამ ტრენდის მოსინჯვა გსურს, ჰეილი ბიბერის მსგავსად, ტანზე მომდგარი მაისურის ზემოდან თავისუფალი სილუეტის ჰუდი ან ელვაშესაკრავიანი მოსაცმელი ჩაიცვი.

ასეთი სტილი უკეთ გამოიკვეთება, თუ შიგნით ჩაცმულ სამოსს კარგად გამოაჩენ და კონტრასტულ ფერებს შეარჩევ. მაგალითად, თეთრ ტოპს ლურჯი ჰუდი მოუხდება, ნაცრისფერ მაისურს კი შინდისფერი სპორტული ზედა.

მკვეთრი აქცენტები ნეიტრალური ფერის ლუქში

სავარჯიშო სამოსში შავი, ნაცრისფერი და თეთრი კვლავ ჭარბობს, თუმცა წელს მკვეთრი ტონებიც აქტუალურია. ამ ფერებიდან ჰარიეტ დეივი 2026 წლის მიმოხილვაში განსაკუთრებით წითელსა და ლურჯს გამოყოფს.

თუ მკვეთრი ფერის სამოსს იშვიათად იცვამ, მაგრამ სპორტდარბაზში წასასვლელად საინტერესო ლუქის მოსინჯვა გსურს, მცირე დეტალები შემატე იმას, რასაც ყოველდღიურად ატარებ. მაგალითად, თეთრის ნაცვლად წითელი წინდა ჩაიცვი ან ლურჯი კეპი დაიხურე. თუმცა არ დაგავიწყდეს მოდის ინდუსტრიის ოქროს წესი, რომლის მიხედვითაც ნეიტრალურ ლუქში კონტრასტის შესაქმნელად მკვეთრი ფერის ერთი დეტალიც საკმარისია და ჩაცმულობის გადატვირთვა საჭირო არ არის.

თავისუფალი სპორტული მაისურები და ლეგინსები

ვიწრო ლეგინსებთან ერთად წელს თავისუფალი სპორტული სამოსიც აქტუალურია, მათ შორის, ფართოტოტიანი ლეგინსები. ეს მოდელები 2000-იანი წლების იოგის შარვლებს ჰგავს, თუმცა თანამედროვე ქსოვილებისგან იკერება და მაღალი წელი აქვს.

ასეთ სამოსთან ზედაც ისე შეარჩიე, რომ ვარჯიშისას კომფორტულად იყო და თავისუფლად იმოძრაო. მაგალითად, ფართოტოტიან ლეგინსს ტანზე მომდგარი ტოპი შეუხამე, ფართო სპორტულ შარვალს კი მოკლე ან შედარებით ვიწრო მაისური, რომელიც მოძრაობაში ხელს არ შეგიშლის.

რეტრო სტილი სპორტულ ჩაცმულობაში

სპორტული ბრენდები წელს 1980-იანი და 1990-იანი წლების სტილით შთაგონებულ კოლექციებს ქმნიან. ისინი იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ სილუეტებსა და დეტალებს იმეორებენ. ასეთ სამოსს რეტრო სტილის ფერადი კედებიც უხდება.

მაგალითად, გვერდებზე ზოლებიანი სპორტული შარვალი სადა თეთრ მაისურსა და მწვანე კედებს შეგიძლია შეუხამო. ეს ფეხსაცმელი ჯინსსაც მოუხდება, ამიტომ იმავე წყვილს ყოველდღიურ სტილშიც გამოიყენებ.

სავარჯიშო სამოსი დარბაზის გარეთ

ბოლო წლებში გავრცელდა athleisure, ანუ სპორტული სამოსის ყოველდღიურ ლუქებში გამოყენება. მაგალითად, ლეგინსს გრძელ პალტოსთან იცვამენ, ჰუდის – ჯინსთან, სპორტულ ზედას კი კლასიკურ შარვალთანაც. ამიტომ სავარჯიშო ტანსაცმლის შერჩევისას ისიც გაითვალისწინე, რას შეუხამებ მას დარბაზის გარეთ.

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ და ახალ ნივთს შეიძენ, მისი სახლში მორგებაც შეგიძლია. ამისთვის Dressup.ge-ზე შეარჩიე სპორტული სამოსი და შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე სერვისი „მოირგე“, რომელიც თბილისის მასშტაბით მოქმედებს. ასე უფრო ადვილად გადაწყვეტ, ჰუდი ჯინსთან გირჩევნია თუ სპორტულ შარვალთან.

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა სარბენ და დარბაზის სპორტულ ფეხსაცმელებს შორის?

სარბენი ფეხსაცმლის რბილი ძირი სირბილისას დარტყმის ძალას ამცირებს. ძალისმიერი ვარჯიშისთვის განკუთვნილი მოდელის ძირი კი უფრო ბრტყელი და მყარია, რაც წონასწორობის შენარჩუნებაში გეხმარება. ამიტომ ფეხსაცმელი იმის მიხედვით შეარჩიე, სირბილს აპირებ თუ წონებით ვარჯიშს.

რა წავიღოთ დარბაზში ტანსაცმლის გარდა?

სპორტულ ჩანთაში წყლის ბოთლი და პატარა პირსახოცი ჩაალაგე. წონებით ვარჯიშისთვის შეგიძლია სპორტული ხელთათმანებიც წაიღო, იოგისთვის კი სავარჯიშო ხალიჩა.

რომელი ქსოვილის სპორტული სამოსი ჯობია ვარჯიშისთვის?

ინტენსიური ვარჯიშისთვის ისეთი სინთეტიკური ქსოვილის სამოსი შეარჩიე, რომელიც ტენს ატარებს და სწრაფად შრება. მსუბუქი დატვირთვისას ბამბის ტანსაცმელიც შეგიძლია ჩაიცვა, თუმცა გაითვალისწინე, რომ ის ოფლს ისრუტავს და ნელა შრება.

როგორ მოვუაროთ სპორტულ ტანსაცმელს, რომ ფორმა არ დაკარგოს?

სპორტული სამოსი დაბალ ტემპერატურაზე, ეტიკეტზე მითითებული წესით გარეცხე. სარეცხის კონდიციონერს მოერიდე, რადგან ის ქსოვილის ტენის გამტარობას ამცირებს. გარეცხვის შემდეგ ტანსაცმელი ჰაერზე გააშრე, რათა მაღალმა ტემპერატურამ ელასტიკური ქსოვილი არ დააზიანოს.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას