კედლების საინტერესოდ გაფორმება ინტერიერის გაცოცხლებისა და სახლში ინდივიდუალური შტრიხების შეტანის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა. დიდი ზედაპირების ათვისებისას განსხვავებული ფაქტურების გამოყენება ოთახის აღქმას სრულად ცვლის. თუ რამე ტრადიციული ნახატებსა და პოსტერებზე უფრო ორიგინალური გინდა, კედლის პანო შესანიშნავი ალტერნატივაა.
თუ ოთახის განახლებას გეგმავ, გაეცანი ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე პანოების არჩევანს. პრემიუმ ხარისხის მასალებით შექმნილი, სხვადასხვა პრინტისა და ტექსტურის გემოვნებიანი დიზაინი თანამედროვე ინტერიერში იდეალურად ჩაჯდება და სივრცესაც უფრო საინტერესო იერს მიანიჭებს.
შემატე სივრცეს ორიგინალური დეტალი, შეიძინე ორიგინალური დიზაინის პანო ონლაინ
თუ გსურს სივრცეს არა უბრალოდ დამატებითი დეტალი შემატო, არამედ ვიზუალურად სიღრმე და მოცულობა, მაშინ ღია ფერის ნაჭრის პანო საუკეთესო არჩევანია. ქსოვილის სტრუქტურა ოთახის გეომეტრიულ ხაზებს დააბალანსებს და კედლის დიზაინს ბევრად უფრო საინტერესოსა და დინამიკურს გახდის. მეტი ეფექტურობისთვის (და პანოს, როგორც დიზაინის დეტალის ხაზგასასმელად), ახლომახლო მინიმალისტური დიზაინის კედლის სანათი შეგიძლია მოათავსო - ლოკალური რბილი შუქი პანოს უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს, განსაკუთრებით საღამოობით.
სივრცეში ერთიანი ესთეტიკის შექმნა თუ გსურს, შეგიძლია ახალი კედლის დეკორი სხვა ტექსტილის აქსესუარებს შეუხამო. მაგალითად, საძინებელში შეგიძლია გამოიყენო იმავე ტონალობაში გადაწყვეტილი საწოლის გადასაფარებელი, რა ტონშიც შენი პანო იქნება. მისაღებ ოთახში კი შეგიძლია სავარძელზე ან დივანზე გადაკიდებული პლედი ან დეკორატიული ბალიშები აირჩიო დასაწყვილებლად. მეორეს მხრივ, პანო კონტრასტული დეტალიც შეიძლება იყოს, რომელიც ინტერიერში სრულიად განსხვავებულ, კონტრასტულ ტონს შეიტანს და ახალი ფოკალური წერტილი გახდება. ორივე მიდგომა დღეს ძალიან ტრენდულია, ამიტომ მთავარია შენს ინდივიდუალურ გემოვნებას რომელი უფრო შეეფერება.
ჩვენს ვებსაიტზე ტექსტილის აქსესუარების არჩევას სახლიდან გაუსვლელად, სულ ხუთ წუთში შეძლებ. შეარჩიე შენი ინტერიერის დიზაინის შესაბამისი პრინტები, ფერები და ზომები და განაახლე ოთახის ესტეთიკა მარტივად. შეძენილ ნივთებს ჩვენი კურიერი სრულიად უფასოდ მოგიტანს, ნებისმიერ მისამართზე.