ხალიჩა ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთ საკვანძო როლს თამაშობს. ერთდროულად პრაქტიკული ატრიბუტია, რომელმაც იატაკის საფარი უნდა დაიცვას და დეკორის ნაწილიც. სწორად შერჩეული ფაქტურები და ფერები ოთახის ატმოსფეროს აყალიბებს და შენს სახლს ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს. ფერადი ხალიჩა თამამი პრინტით მინიმალისტურ სივრცესთან კონტრასტს ქმნის, ხოლო ნეიტრალური ფერები პირიქით, მაქსიმალისტური ან ბოჰო დიზაინის ხაზგასასმელად შეიძლება გამოიყენო.
თუ გსურს ოთახი მარტივად გარდაქმნა და განაახლო, დაათვალიერე ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს ხალიჩების არჩევანი. ჩვენთან აღმოაჩენ ცნობილი ევროპული ბრენდების, Item Internation-ის, Madam Stoltz-ის, Koopman-ის და ა.შ ავთენტურ, ტრენდულ მოდელებს. შემატე სივრცეს ფუნქციური და ლამაზი დეკორი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
შეიძინე მიმზიდველი დიზაინის, ხარისხიანი ხალიჩა ონლაინ
იატაკის ხალიჩები ინტერიერის კომპოზიციას ვიზუალურად კრავს, ზედაპირს დაზიანებისგან იცავს და ოთახშიც უფრო მყუდრო, კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. თითქოს ყველაფერი უფრო რბილი ხდება. დიდი და რბილი ხალიჩა სივრცეს ტრენდულ იერს მისცემს, მაგრამ ამავდროულად ოთახის აკუსტიკასაც გააუმჯობესებს, რადგან ხმაურის დონეს ამცირებს.
ხოლო თუ უბრალოდ ძლიერი და კონტრასტული დეკორატიული შტრიხის შეტანა გსურს, კომპაქტური მრგვალი ხალიჩა საუკეთესო გადაწყვეტილებაა - დაუწყვილე მისაღები ოთახის ყავის მაგიდას ან პუფს და მარტივად მყუდრო მოსასვენებელ ზონას, მაგრამ ეფექტიც ისეთი ექნება, თითქოს ოთახში სერიოზული ცვლილება შეიტანე.
თუ გსურს კომპოზიციას უფრო მჭიდროდ შეკრა, შეგიძლია შეუხამო სხვა მცირე და მობილურ დეტალებს. მაგალითად, აარჩიო პატარა ხალიჩა იმავე ტონებში, რა ტონებშიც დივანზე გადაკიდებული თბილი პლედი ან დეკორატიული ბალიშებია. ასეთი მცირე დეტალებით ოთახის გამდიდრება მარტივია, თანაც ინტერიერს არ ტვირთავს, ისე აძლევს დასრულებულ სახეს.
ჩვენს ვებსაიტზე შოპინგი მაქსიმალურად გამარტივებულია. ფილტრების დახმარებით, სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად იპოვი ზუსტად იმ მასალებს — იქნება ეს ნატურალური ბამბა, ჯუთი თუ შალი — და ფერებს, რომლებიც შენს ინტერიერში იდეალურად ჩაჯდება. შეძენილ ნივთებს ჩვენი კურიერი საქართველოს მასშტაბით სრულიად უფასოდ მოგიტანს.