ტექსტილი
სახლის ინტერიერის დიზაინისთვის დასრულებულ სახის მიცემაში დიდ როლს თამაშობს ტექსტილის აქსესუარები. ქსოვილი და ფაქტურა მარტივია შენს გემოვნებას მოარგო და, თანაც, ინტერიერში შენს ინდივიდუალურ გემოვნებას გაუსვამს ხაზს. ისეთი მცირე დეტალები როგორც, მაგალითად, დივანზე რბილი ფერადი პლედი ან კედლის პანო მთელ სივრცეს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის.
თუ გსურს ინტერიერში ხარისხიანი ტექსტილის დეტალები დაამატო, გაეცანი ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს ტექსტილის კოლექციას. ჩვენს კოლექციაში ავთენტური ნივთები ევროპელი მწარმოებლებისგან, მათ შორის Chehoma, 5Five, Madam Stoltz და J-Line. ტექსტილის ეს ელემენტები სივრცეს საინტერესო ფაქტურებით გაამდიდრებს, ვიზუალურ ბალანსს შექმნის და თითოეულ ოთახს გამორჩეულ იერს მიანიჭებს.
აღმოაჩინე მრავალფეროვანი ხარისხიანი ტექსტილის არჩევანი ონლაინ
პრაქტიკული და გემოვნებიანი სამზარეულოს ტექსტილი ყოველდღიურ რუტინას გაგიხალისებს - კერძების მომზადება და სერვირება ხომ გაცილებით უფრო სახალისოა, როცა ლამაზი წინსაფარი გიკეთია, ცხელი ღუმლისგან ფერადი ხელთათმანებით იცავ თავს და სუფრას ლამაზ მაგიდის გადასაფარებელზე აწყობ.
იმისთვის, რომ ღამე კარგად დაისვენო, აუცილებელია ნატურალური ქსოვილის საოჯახო თეთრეული. სუფთა ბამბისა და სელის თეთრეული კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, ღამე სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაში გეხმარება და დასვენების პროცესს ბევრად უფრო კომფორტულს - და ეფექტურს! - ხდის. ესთეტურად მიმზიდველი საწოლის გადასაფარებელი კი არა მხოლოდ თეთრეულის სისუფთავეს ინარჩუნებს მეტი ხნით, არამედ დიზაინის დეტალიცაა და საძინებელს უფრო სასიამოვნო იერს აძლევს.
სხვადასხვა მასალისა და ფერის კომბინირება სივრცეს ვიზუალურ სიღრმეს მატებს. მაგალითად, თუ სავარძელი ან დივანი ნეიტრალური ფერისაა, შეგიძლია ზედ ღუნღულა და ფერად პლედი გადაკიდო და უცებ შექმნა მისაღებ ოთახში ახალი, საინტერესო აქცენტი.
თუ სივრცის ინტერიერში მეტი პერსონალიზებული დეტალის შეტანა გინდა, ტექსტილი შეუცვლელი დეტალია - ახალი ფერითა და ფაქტურით დიზაინის გამდიდრება გაცილებით უფრო მარტივია ვიდრე ახალი ავეჯით, ხოლო Dressup.ge-ს ტექსტილის კოლექციაში კი სხვადასხვა ტიპის დიზაინის შესაფერის ნივთებს აღმოაჩენ სახლის ყველა ოთახისთვის.
ჩვენს პლატფორმაზე შოპინგის პროცესი გათვლილია მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად გაპოვნინოს საჭირო ნივთები. შეიძინე ზუსტად იმ მასალისა და ფერის ტექსტილი როგორიც ჩაფიქრებული გქონდა, სახლიდან გაუსვლელად, ხუთ წუთში. შეძენილ ნივთებს ჩვენი კურიერი საქართველოს მასშტაბით სრულიად უფასოდ მოგიტანს. დაზოგე დრო და გაამრავალფეროვნე ინტერიერი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.