საძინებლის მოწყობისას ქსოვილების სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რამდენად კომფორტულად იგრძნობ თავს და რამდენად ხარისხიანი იქნება შენი დასვენება. საწოლი საძინებლის ცენტრია. ხარისხიანი და ესთეტურად მიმზიდველი საძილე აქსესუარები კი საკვანძო დეტალია ღამე კარგად გამოიძინო და მეორე დღეს ძალებით სავსე შეხვდე.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ნატურალური ბოჭკოებისგან დამზადებული ლოგინის თეთრეულის დიდ არჩევანს ევროპული ბრენდებისგან. შეიძინე ბამბისა თუ სელისგან შეკერილი გემოვნებიანი დიზაინის შალითა თუ ზეწარი, შეიტანე ოთახში ესთეტური და საინტერესო დეტალები და დაიძინე ღამე უფრო კომფორტულად, ვიდრე ოდესმე.

შეიძინე კომფორტული, ტრენდული და ხარისხიანი საოჯახო თეთრეული ონლაინ

თეთრეულს მხოლოდ ფუნქციური როლი არ აქვს. როგორ გამოიყურება დიდ როლს თამაშობს იმაში, რამდენად კომფორტულად გრძნობ შენს საძინებელში თავს. ხარისხიანი საოჯახო თეთრეული დიდწილად განსაზღვრავს, რამდენად კარგად გძინავს საწოლში ღამე. როგორც კი საწოლის გადასაფარებელს აიღებ, მაშინვე მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა უნდა შეგექმნას. როცა შენს თეთრეულს ერთი შეხედვით პოზიტიური ეფექტი აქვს - დიზაინი გამშვიდებს და კარგ ხასიათზე გაყენებს, ხოლო მასალასთან შეხება კი გსიამოვნებს - ღამე უკეთ გძინავს და მეორე დღესაც ძალებით ხარ სავსე. 

ამასთან, თეთრეული და საწოლის გადასაფარებელი დიზაინის ელემენტიც შეიძლება იყოს - ფერებისა და ფაქტურის ეფექტურად შერჩევით ოთახს. ვიზუალური სიღრმეს უმატებ. საწოლის გადასაფარებელი შეგიძლია ზოგჯერ პლედითაც ჩაანაცვლო, რაც განსაკუთრებით ზამთრის თვეებში უბრალოდ ესთეტურად მიმზიდველი კი არა, ძალიან პრაქტიკულიცაა. იმისათვის, რომ შენი მოსასვენებელი ზონა სრულყოფილად მოაწყო, დაათვალიერე ჩვენი ტექსტილის კოლექცია, სადაც საძინებლისთვის გამოსადეგ სხვა აქსესუარებსაც აღმოაჩენ.

ჩვენს ვებსაიტზე შოპინგი გათვლილია მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად შეძლო საჭირო ნივთების შეძენა. ფილტრების სისტემის დახმარებით, სახლიდან გაუსვლელად სულ ხუთ წუთში შეძლებ ზუსტად იმ მასალის, ზომისა თუ დიზაინის თეთრეულის შეძენას, როგორსაც ეძებ. შეძენილ ნივთებს კი ჩვენი კურიერი ქვეყნის მასშტაბით სრულიად უფასოდ მოგიტანს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
კატეგორიები
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას