ციფრულ ეპოქაში, როცა ყველაფერს სმარტფონსა თუ ლეპტოპში ვინიშნავთ, ფიზიკურ ფურცელზე წერას განსაკუთრებული, ესთეტიკური ხიბლი აქვს. ხოლო სწორად შერჩეულ ბლოკნოტს, გამორჩეული დიზაინით, შეუძლია იყოს არა მხოლოდ შენი იდეების შესანახი სივრცეა, არამედ შენი იმიჯის ესთეტიკური ნაწილიც.
ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს პრემიუმ ხარისხის ბლოკნოტების გამორჩეულ კოლექციას, სადაც ცნობილი ევროპული საკანცელარიო ბრენდების ორიგინალი პროდუქციაა თავმოყრილი.
შეიძინე ორიგინალური ბლოკნოტები ონლაინ
ჩვენს კატალოგში ნებისმიერი საჭიროებისა თუ გემოვნებისთვის იპოვი შესაფერის ბლოკნოტს. თუ დღის დაგეგმვა და მიზნების ჩამოწერა გიყვარს, პრაქტიკული ბლოკნოტი ორგანაიზერი ან თემატური ჟურნალი დაგეხმარება, რომ დღის განმავლობაში უფრო პროდუქტიული იყო და ციფრულ სამყაროში გატარებული დრო მაქსიმალურად ეფექტურად შეამცირო. Nuuna-ს გრაფიკული, თამამი წარწერებით გაფორმებული ყდები (მაგალითად, "Where Is My Mind?" ან "Work In Progress") და უმაღლესი ხარისხის ქაღალდი კი წერასა თუ სკეტჩების შექმნას ნამდვილ სიამოვნებად აქცევს.
ხარისხიანი და ვიზუალურად მიმზიდველი ბლოკნოტი, ისევე როგორც ილუსტრირებული წიგნი ან პოსტერი, ყოველთვის კარგი ვარიანტია, როცა ახლობელი ადამიანის გახარება გინდა, მაგრამ არაფრის გზით არ გეუბნებიან ზუსტად რა უნდათ რომ აჩუქო. გამორჩეული ყდის დიზაინისა და დახვეწილი შეფუთვის წყალობით, სასაჩუქრე ბლოკნოტი მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავადაც საუკეთესო საჩუქარია, მაგალითად, თუ მეგობარმა ახალი სამსახური დაიწყო ან ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდეს.
დღეს საკანცელარიო მაღაზიაში ვიზიტი არ გჭირდება იმისთვის, რომ ლამაზი დიზაინის, ხარისხიანი ქაღალდისგან აწყობილი ბლოკნოტი შეიძინო. საკმარისია დაათვალიერო ჩვენი კოლექცია და შეარჩიო ის დიზაინი, რომელიც ყველაზე მიმზიდველად გამოიყურება. Dressup.ge-ს კურიერი შენაძენს საქართველოს ნებისმიერ წერტილში სწრაფად მოგიტანს.