სახლში რეგულარული ვარჯიში - იქნება ეს იოგა, პილატესი თუ მსუბუქი აერობიკა - საუკეთესო ჩვევაა, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რეჟიმში შეიძლება გამოიმუშაო. დღეს, როცა უმეტესობა ჩვენგანი ოფისში მუშაობს და მთელი დღე ზის, სახლში მსუბუქი ვარჯიში ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

იმისთვის კი, რომ ვარჯიში მაქსიმალურად სასიამოვნო პროცესი იყოს, კომფორტული ზედაპირი გჭირდება. კარგი სავარჯიშო ხალიჩა სხეულს ცივი და მაგარი იატაკისგან იფარებს, ხერხემალსა და სახსრებს მოძრაობის დროს უკუგებისგან იცავს და დატვირთვისას მოძრაობის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ნამდვილად კარგი ხალიჩა საკმარისად რბილი, მაგრამ მკვრივი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. სწორედ ასეთი ხალიჩების არჩევანს გთავაზობს ონლაინ მაღაზია Dressup.ge.

შეიძინე უმაღლესი ხარისხის, გამძლე სავარჯიშო ხალიჩა ონლაინ

თხელი, მსუბუქი იოგას ხალიჩა იდეალურია მსუბუქი კარდიოსთვის, გაწელვებისთვის და დაბალი უკუგების მქონე სავარჯიშოებისთვის. ხოლო თუ მძიმე ჰანტელებით ვარჯიშს აპირებ ან მოძრაობები მაღალი სისწრაფით უნდა შეასრულო, უფრო სქელი და რბილი ფიტნეს ხალიჩა გჭირდება, რომელიც კიდურებს დარტყმის ეფექტისგან დაიცავს. ასეთი ხალიჩის ზედაპირი უზრუნველყოფს მოძრაობისას ხელი ან ფეხი არ დაგისხლტეს და მყარი საყრდენი შეინარჩუნო. კოლექციაში წარმოდგენილ მოდელებს სატარებელი თასმაც ახლავს, ასე რომ თუ სავარჯიშოდ სხვაგან წასვლას აპირებ თან წაღებაც მარტივად შეგიძლია.

თუ სახლში ვარჯიში ახალი ჩვევაა, მაშინ სპეციალური სპორტული ტანსაცმელიც დაგჭირდება, რომელიც კონკრეტულად შენს ახალ აქტივობაზეა გათვლილი. მაგალითად, იოგასა და პილატესის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოძრაობა თავისუფალი იყოს, ამიტომ გჭირდება მსუბუქი სპორტული მაისური და მტკიცე სპორტული ბიუსჰალტერი, რომელიც ვარჯიშისას მკერდს მყარად დაიჭერს, მაგრამ ნაკლები კომპრესია აქვს. ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ხალიჩას მყარი ზედაპირი აქვს, ფეხშიშველ ვარჯიშს მაინც ახლავს გარკვეული რისკები - ტერფის დასაცავად თითქმის ყოველთვის დაგჭირდება აქტივობის შესაბამისი სპორტული ფეხსაცმელი.

ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ ონლაინ შოპინგი Dressup.ge-ზე მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს. მოქნილი ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება შენი პრიორიტეტების შესაბამისი სპორტული ხალიჩა სახლიდან გაუსვლელად შეიძინო. ჩვენი კურიერი კი იზრუნებს იმაზე, რომ შეკვეთა საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში მიიღო.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას