ქალის სათვალე ონლაინ

მზის სათვალე მხოლოდ თვალის დამცავი საშუალება არაა - ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომელიც ხშირად ის დეტალია, რომელსაც პირველად ამჩნევენ. ის შენი იმიჯის განუყოფელი ნაწილი და პერსონალური სტილის გამოხატვის საუკეთესო საშუალება შეიძლება გახდეს - თუ სწორად შეარჩევ. 

Dressup.ge-ზე ქალის სათვალეების კატეგორიაში შევკრიბეთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების როგორც ყველაზე ტრენდული, ისე კლასიკური მოდელები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან. ჩვენთან იპოვი როგორც პრემიუმ კლასის მოდელებს ისეთი ბრენდებისგან, როგორებიცაა Ferragamo, Paul Smith, Guess და Tommy Hilfiger, ასევე შედარებით ბიუჯეტური ვარიანტები Vans და LÄTT LIV-ის კოლექციებიდან.

ჩვენთან შოპინგი მარტივი და სასიამოვნოა. ონლაინ მაღაზია dressup.ge გაძლევს შესაძლებლობას, სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერო ასზე მეტი მოდელი და შეარჩიო სასურველი. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირს, შეგიძლია ისარგებლო ჩვენი უნიკალური სერვისით „მოირგე“. გამოიწერე რამდენიმე ვარიანტი, რომლებსაც კურიერი ადგილზე მოგიტანს, შენ მოიზომებ და მხოლოდ მას დაიტოვებ, რომელიც მოგერგება, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

როგორ შევარჩიოთ იდეალური ქალის მზის სათვალე?

არ აქვს მნიშვნელობა, კლასიკური ავიატორები გიზიდავს, მასიური ჩარჩოები თუ დახვეწილი „კატის თვალი“, Dressup.ge-ზე მრავალფეროვან არჩევანი დაგხვდებათ, რომლებს შორისაც აუცილებლად იპოვი მოსაწონ მოდელებს. თანაც, ჩვენს კატალოგში წარმოდგენილი ბრენდები უმაღლესი ხარისხის მასალებს და თვალის საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.

მთავარია შეარჩიო ისეთი, რომელიც არა მხოლოდ მოგწონს, არამედ გიხდება და შენს სახის ნაკვთებს ხაზს უსვამს. ყურადღება მიაქციე არა მხოლოდ დიზაინს, არამედ იმასაც, თუ რამდენად კომფორტულად ზის და თუ სრულად გიცავს მზის სხივებისგან.

  • შეარჩიე რამდენიმე ფორმა, რომელიც შენი სახის ოვალს უხდება;
  • გაითვალისწინე რა სიტუაციებში აპირებ სათვალის ტარებას: ყოველდღიურად, განსაკუთრებული სიტუაციებისთვის თუ ქალაქგარეთ აქტიური დასვენებისას.
  • ნუ შეგეშინდება ფერების; ფერადი ლინზა ან ჩარჩო საინტერესო აქცენტს შექმნის.

სათვალე ქალის აქსესუარებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ელემენტია, რომელიც ხშირად პირველ წარმოდგენას ქმნის ადამიანზე. სწორად შერჩეული მზის სათვალე ხშირად მთელ ლუქს უფრო დახვეწილ და სრულ სახეს აძლევს, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს შენს ინდივიდუალიზმს.

სრულფასოვანი ლუქის შესაქმნელად კი აუცილებლად დაათვალიერე dressup.ge-ზე ქალის სხვა აქსესუარებიც. ჩვენ გვჯერა, რომ ხშირად სწორედ ის მცირე დეტალები ქმნის სტილს, რომელსაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. უმნიშვნელო დეტალები არ არსებობს. 

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას