ქალის ქუდი ონლაინ

არასწორად შერჩეულ ქუდს საუკეთესო ლუქის გაფუჭებაც ძალიან მარტივად შეუძლია. ქუდი ხშირად არასამართლიანად უგულებელყოფილი გარდერობის დეტალია, არადა ის შენი ინდივიდუალიზმის გამოხატვის საუკეთესო გზა შეიძლება გახდეს. ქუდს ხომ ხშირად ერთ-ერთ პირველს აქცევენ ყურადღებას, როცა გხვდებიან.

ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან კატალოგს, სადაც ნებისმიერი სეზონის, სიტუაციისა და სტილის შესაბამის ქუდებს აღმოაჩენ. ონლაინ მაღაზია dressup.ge-ზე თავმოყრილია მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების უახლესი კოლექციები, როგორებიცაა Tommy Hilfiger, Calvin Klein, Lacoste და ა.შ. აქ მარტივად იპოვი შენთვის სასურველ მოდელს.

როგორ შევარჩიოთ იდეალური ქალის ქუდი?

გარდერობისთვის ნებისმიერი დეტალის დამატებისას მნიშვნელოვანია ფერები და ფაქტურები სწორად შეხამება. მაგალითად, კლასიკური ქუდი თითქმის უნივერსალურია, ერგება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმარულ სიტუაციებს და ყველაზე უბრალო ლუქსაც კი შარმს მატებს. 

როცა ტემპერატურა ეცემა, კომფორტი პრიორიტეტული ხდება, თუმცა ეს სტილზე უარის თქმას არ ნიშნავს. ჩვენთან წარმოდგენილი ქალის ზამთრის ქუდებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნაქსოვი ქუდები, რომლებიც იდეალურად უხდება კლასიკური ჭრის თბილ ქურთუკებსა და პალტოებს. უფრო სპორტული და არაფორმალური სტილის მოყვარულებისთვის გვაქვს კეპები და პანამები. ხოლო თუ უფრო თამამი, მაგრამ დახვეწილი ვიზუალის შექმნა გინდა, მაშინ აუცილებლად მიაქციე ყურადღება OBJECT-ის ბეწვის ქუდებს.

ერთიანი სტილის შესაქმნეალად საკმარისია შეუხამო ქუდის ფერებს შესაბამისი სტილის ქალის ჩანთა ან შარფი. ასე ვიზუალი ერთიანი იქნება მაშინაც კი, თუ სხვა დეტალები, მაგალითად პალტო ან სამკაულები, კონტრასტში მოდის. მეტიც, ფერების მსგავსი ჯახი ლუქს უფრო საინტერესოს გახდის. 

ჩვენი ქუდების ონლაინ მაღაზია გაძლევს შესაძლებლობას, სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერო ასობით მოდელი და შეარჩიო საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. უნიკალური სერვისით "მოირგეს" დახმარებით კი შეგიძლია ისე მოიზომო სხვადასხვა მოდელი, რომ სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდება. შეუკვეთე 10-მდე ქუდი ონლაინ, შემდეგ კი კურიერი მათ სახლში მოგიტანს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ შენ მოიზომავ. დაიტოვებ და აანაზღაურებ მხოლოდ იმ მოდელებს, რომელიც მოგეწონა, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას