თბილი სეზონის დადგომასთან ერთად ხშირად აღმოვაჩენთ, რომ კომფორტისა და ვიზუალური ესთეტიკის დაბალანსება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმისთვის, რომ კარგად ვიგრძნოთ თავი. შორტები ზაფხულის დადგომასთან ერთად ბევრი ადამიანისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტანსაცმელი ხდება. თუმცა ცხოვრების სტილისა და გარემოს მიხედვით სხვადასხვა ტიპის შორტია საჭირო. მას, ვინც ზაფხულშიც მუშაობს, თან ისეთ გარემოში, სადაც გარკვეული დრეს-კოდი მოქმედებს, კონკრეტული ტიპის მასალისა და ჭრის შორტები დასჭირდება. ხოლო ვინც ახალ შორტს აქტიური დასვენებისთვის ეძებს - სრულიად განსხვავებული.
იმისთვის, რომ ყველა სიტუაციისთვის შესაფერისი მოდელების მაქსიმალურად მარტივად და სწრაფად მოძიება შეძლო, ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე შევქმენით შორტების სრულიად ექსკლუზიური ონლაინ არჩევანი. ამ კოლექციაში გავაერთიანეთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების, მათ შორის Mammut, Adidas, Puma, SANDRO, Fjällräven, Selected და ა.შ. სრულიად გამორჩეული მოდელები, რომლებსაც ვერ შეიძენ ფიზიკურ მაღაზიებში.
შეარჩიე საუკეთესო ქალის შორტი ექსკლუზიურად ონლაინ
თუ მაქსიმალურად თავისუფალი სტილის შორტს ეძებ და მკაცრი დრეს-კოდით არ ხარ შებოჭილი, ყოველდღიური გამოყენებისთვის ჯინსის შორტი საუკეთესო არჩევანია. ერთის მხრივ, ის ბუნებრივად ეხამება თითქმის ნებისმიერ სტილს, შეგიძლია ატარო როგორც სტანდარტულ პოლოს მაისურთან, ისე ელეგანტურ ბლუზასთან კომბინაციაში. მეორეს მხრივ დენიმი გამძლე და კომფორტულია. სწორი მოდელის შერჩევის შემთხვევაში, მას წლების განმავლობაში ატარებ და დროს უხდება კიდეც - ვინტაჟური დენიმი ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება.
თუ ზაფხულში დროს აქტიურად ატარებ და ეძებ ისეთ შორტებს, რომლებიც დიდ ფიზიკური დატვირთვას უძლებს, ყველას აჯობებს თუ სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი ქსოვილის სპორტულ შორტს შეიძენ. მაგალითად, გლობალური სპორტული ბრენდის, პუმას ან ადიდადის შორტი ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია.
ხოლო თუ შორტი უფრო ოფიცილაური გარემოსთვის გჭირდება, მაგალითად საქმიანი შეხვედრებისთვის - აარჩიე უფრო გრძელი მოდელი (ე.წ. “ბერმუდა”) რომელიც მუხლებს ფარავს და უფრო გადაჭრილ კლასიკურ შარვალს გავს, ვიდრე ტიპურ შორტს. ასევე შეგიძლია გამოიყენო ე.წ. “სკორტი” (ანუ შორტი რომელიც ერთი შეხედვით მოკლე კლასიკურ ქვედაბოლოს ჰგავს). ამგვარი შორტი სადა პერანგთან, პიჯაკთან და ელეგანტურ ფეხსაცმელთან კომბინაციაში საკმაოდ დახვეწილად გამოიყურება და ნაკლებად მკაცრ საქმიან გარემოშიც თავისუფლად ჩაჯდება.
თუ ონლაინ შოპინგისას არ ხარ დარწმუნებული რომელი ფასონი ან ზომა იქნება შენთვის იდეალური, თბილისის მასშტაბით შეგიძლია ჩვენი ინოვაციური “მოირგე” სერვისით ისარგებლო. გამოიწერე ვებსაიტითან 10-მდე სხვადასხვა ნივთი (მოდელები და ზომები). კურიერი შეკვეთას სახლში მოგიტანს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ შენ ყველაფერს მოირგებ. შენ იხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლის დატოვებასაც გადაწყვეტ - დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს, ყველანაირი დამატებითი საფასურის გარეშე.