ჩვენ გვჯერა, რომ 21-ე საუკუნის თანამედროვე კაცისთვის კომფორტული, მიმზიდველი სამოსის პოვნა და ინდივიდუალური სტილის შექმნა მარტივი უნდა იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორი ბრენდების ზოგიერთი განსაკუთრებით საინტერესო მოდელი ერთ ონლაინ სივრცეში შეგვეკრიბა.

ეს კოლექცია ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე სპეციალურად იმ კაცებისთვისაა, ვისთვისაც სამოსი არა მხოლოდ ყოველდღიური აუცილებლობა, არამედ ინდივიდუალური გემოვნების გამოხატვის საშუალებაცაა. აქ გაერთიანებულია ისეთი ბრენდები, რომელთა სახელებიც მოდის მოყვარულებისთვის ხარისხთან და სტილთან ასოცირდება: Nike, Lacoste, Puma, Alohas, Fjällräven, Mammut და ა.შ. წარმოდგენილი არჩევანი ონლაინ ექსკლუზივია - ამ მოდელებს საქართველოში ფიზიკურ მაღაზიაში ვერ ნახავ.

გაეცანი ექსკლუზიურ მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციას ონლაინ

თუ უფრო თავისუფალი სტილის მოყვარული ხარ და გარდერობში ისეთი ნივთების დამატება გინდა, რომელიც თითქმის ყველა სიტუაციაში გამოგადგება, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და სადა პერანგი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია. ასეთ შემთხვევაში, ლუქს კარგად დაასრულებს ნაიკის ან ადიდასის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ესთეტურად გამოიყურება და, ამავდროულად, გამძლე და ერგონომულია. ამგვარი კეტი თუ ბოტასი ფეხს ჯანსაღ პოზიციაში იჭერს და ტკივილის შანსს ამცირებს, მაშინაც კი თუ მთელი დღე სიარული გიწევს.

ხოლო თუ სამსახურში უფრო მკაცრი დრეს-კოდი უნდა დაიცვა ან ოფიციალური შეხვედრებისთვის უფრო დახვეწილი სამოსი გჭირდება, მაშინ აუცილებლად გამოგადგება კლასიკური შავი შარვალი და შესაბამისი ფეხსაცმელი, მაგალითად ოქსფორდები ან ლოფერები.

თუ დარწმუნებული არ ხარ რა ზომის ან ფასონის ნივთი გჭირდება, Dressup.ge-ზე შოპინგისას შეგიძლია მოწონებული მოდელი სახლიდან გაუსვლელადაც დატესტო. თბილისის მასშტაბით მოქმედებს ინოვაციური სერვისი “მოირგე”, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია 10-მდე ნივთის გამოწერა. როცა კურიერი შეკვეთას მოგიტანს, ადგილზე ოცი წუთი დაგელოდება. შენ ამ დროს ყველა გამოწერილ ნივთს მოირგებ და შეამოწმებ, რაში გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად. საბოლოოდ, გადაიხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს ყველანაირი დამატებითი საფასურის გარეშე.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
კატეგორია
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
შარვლის სიგრძე
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას