ხშირად პატარა დეტალმაც კი შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ითამაშოს იმაში, რამდენად ეფექტურად შეძლებ ვარჯიშს. მაგალითად, აქტიური ვარჯიშისას შუბლიდან ჩამოღვრილმა ოფლმა შეიძლება ბევრჯერ გაჩერება და სახის მოწმენდა გაიძულოს, რაც შენი ვარჯიშის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ დროს ისეთი მარტივი დეტალი, როგორც სპორტული აბადოკია შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს - ის არა მხოლოდ თმას აკავებს, არამედ ოფლსაც ისრუტავს და თვალებამდე არ უშვებს.
მსგავსი ეფექტი აქვს წინდის მანჟეტსაც. სწრაფი სირბილის, ტენისის თამაშის თუ დარბაზში ვარჯიშის დროს ალბათ შეგიმჩნევია რომ წინდის ყელი ხშირად ქვევით ჩოჩდება და შენც დისკომფორტის გამო გაჩერება და გასწორება გიწევს. ეს პატარა აქსესუარი ამ პრობლემას წყვეტს და ვარჯიშზე კონცენტრირების საშუალებას გაძლევს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს აბადოკებისა და მანჟეტების არჩევანს ცნობილი სპორტული ბრენდებისგან: Lacoste, Adidas, Puma და ა.შ., რომელიც შენს ვარჯიშს ბევრად უფრო კომფორტულ გამოცდილებად აქცევს.
შეიძინე მოდური და კომფორტული სპორტული აბადოკი ონლაინ
კოლექციაში შეგხვდება რბილი, ოფლშთანმთქმელი მასალისგან შექმნილი აბადოკები, რომლებიც იდეალურია ინტენსიური ვარჯიშებისთვის, სირბილის, ველოსიპედის ტარებისა თუ სხვა ისეთი აქტივობებისთვის, რომელიც მკვეთრი მოძრაობების გაკეთებას მოითხოვს. მასალა უმეტესად ელასტიკური და სუნთქვადია, ასე რომ აქსესუარი მჭიდროდ ზის და, თან, არსად გაჭერს. ამავე გვერდზე იპოვი წინდის მანჟეტებსაც, რომლებიც გამოგადგება ისეთი სპორტისას, რომელშიც წარმატება სწრაფ მოძრაობებზეა გათვლილი და დაპაუზებას არ ითვალისწინებს. აღარ მოგიწევს წინდების გასასწორებლად შეჩერება, შეგიძლია თავისუფლად ირბინო მატჩის ბოლომდე.
აბადოკი და მანჟეტი ჩვენი სპორტული აქსესუარების კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილია. ჩვენთან ერთ სივრცეში შეგიძლია სრული სპორტული ეკიპირება ააწყო. გვაქვს როგორც მცირე დეტალები: სპორტული ქუდი, ბენდენა თუ სათვალე, ისე კონკრეტული ტიპის აქტივობებისთვის შექმნილი სპეციალური პროფესიონალური სტანდარტების ტანსაცმელი და სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მაღალ დატვირთვას უძლებს.
ჩვენი პლატფორმის დახმარებით სასურველ სპორტულ აღჭურვილობას სახლიდან გაუსვლელად შეარჩევ. მარტივი ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება მოდელები ბრენდის, ფერისა თუ დანიშნულების მიხედვით დაახარისხო და აირჩიო ის ვარიანტი, რომელიც შენს ვარჯიშსა და გემოვნებას ყველაზე უკეთ ერგება. შერჩეულ ნივთებს კი ჩვენი კურიერი საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში მოგაწვდის.