თუ აქტიური ცხოვრების რიტმი გაქვს და ყოველდღიურად ბევრს მოძრაობ, შესაბამისი კომფორტული და პრაქტიკული აღჭურვილობა გჭირდება, რომელიც თან ესთეტურად გამოიყურება. თანამედროვე ადამიანისთვის ხარისხიანი ჩანთა უკვე დიდი ხანია აღარ არის უბრალო ფუნქციური აქსესუარი, რომელსაც უბრალოდ ნივთების სატარებლად იყენებს - ის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და ინდივიდუალური სტილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამომხატველი დეტალია.

სწორად შერჩეული სპორტული ჩანთა უნდა გეხმარებოდეს ნებისმიერ, ყველაზე დატვირთულ დღესაც მარტივად გაუმკლავდე - და, შენი ნივთებიც დაიცვას. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სპორტული ხაზის გამორჩეულ კოლექციას მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან: Fjällräven, Jack Wolfskin, Nike, Adidas და ა.შ. ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი თითოეული მოდელი 100%-ით ავთენტურია.

შეიძინე პრაქტიკული და ტრენდული სპორტული ჩანთა ონლაინ

ჩვენი კოლექციისთვის შევარჩიეთ სპორტული ჩანთები, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობითა და ერგონომიული დიზაინით. მათი უმრავლესობა იქმნება ინოვაციური მასალებით, რომლებიც ხანგრძლივ მოხმარებაზეა გათვლილი.

თუ ფიტნეს დარბაზში ხშირად დადიხარ, საუკეთესო არჩევანი იქნება ტევადი სავარჯიშო ჩანთა, რომელშიც კომპაქტურად მოათავსებ სპორტულ ფორმას, სპორტულ აქსესუარებსა (სპორტული ქუდი, წყლის ბოთლი, მზის სათვალე, ა.შ.) და სხვა პირად ნივთებს (მათ შორის, საფულესა და დოკუმენტებს) ცალ-ცალკე განყოფილებაში, ისე რომ არაფერი აგერიოს.

თუ მთაში სალაშქროდ ხშირად გადიხარ, აუცილებლად დაგჭირდება სპეციალური სალაშქრო, გამძლე და ერგონომიული ზურგჩანთა, რომელიც დიდი ტვირთის სიმძიმეს ზურგზე თანაბრად ანაწილებს.

ხოლო თუ ხშირად გიწევს მოკლე ვადებით მოგზაურობა, იქნება ეს პროფესიონალური მივლინება თუ უქმეებზე ქალაქიდან გასვლა, შენი ყველაზე საიმედო თანამგზავრი უფრო მსუბუქი, პრაქტიკული ზურგჩანთა, რომელიც თან ადვილად ასრულებს სამგზავრო ჩანთის როლს, თან უნივერსალური მოდელია და ქალაქშიც თავისუფლად შეგიძლია იხმარო. ასეთი მოდელი ორგანულად გამოიყურება როგორც სპორტულ კომპლექტთან ერთად, ისე ჩვეულებრივ მაისურთან და ჯინსებთან კომბინაციაში.

ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ ონლაინ შოპინგი Dressup.ge-ზე მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს. მოქნილი ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება შენი პრიორიტეტების შესაბამისი სპორტული ჩანთის მოდელი სახლიდან გაუსვლელად შეარჩიო ზომის, სტილის, ფერისა თუ ბრენდის მიხედვით. ჩვენი კურიერი კი იზრუნებს იმაზე, რომ შეკვეთა საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში მიიღო.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას