სწორად შერჩეული სპორტული სამოსი პირდაპირ აისახება იმაზე, თუ როგორ გრძნობ თავს ვარჯიშის დროს. ხარისხიანი, სუნთქვადი ქსოვილი ოფლის გამოყოფას ამცირებს, ელასტიკური მასალა კი თავისუფლად მოძრაობის საშუალებას გაძლევს - იქნება ეს იოგა, სირბილი, დარბაზში ვარჯიში თუ მთაში ლაშქრობა.

დღეს სპორტული სამოსი დიდი ხანია გასცდა სავარჯიშო დარბაზებს - ის ყოველდღიური, კომფორტული გარდერობის სრულფასოვანი ნაწილია. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სპორტული ტანსაცმლის 100%-ით ავთენტურ მოდელებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან: Nike, Adidas, Puma, Lacoste, Alo Yoga და

შეიძინე მრავალფეროვანი, ხარისხიანი და კომფორტული სპორტული ტანსაცმელი ონლაინ

ვარჯიშისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი მსუბუქი, სუნთქვადი სპორტული ზედაა, რომელიც მოძრაობას არ გიზღუდავს, ოფლის გამოყოფას ამცირებს, ხოლო გამოყოფილს კი არ ისრუტავს არამედ მალევე აორთქლებს, რათა კანი არ გააღიზიანოს.

ფეხების მოძრაობის სრული თავისუფლებისთვის საჭიროა ელასტიური სპორტული შარვალი, რომელიც სხეულის ფორმებზე ბუნებრივად დგება და არ გბოჭავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფუნქციურ ჭრა და გამძლე მასალა, რომელიც ხშირ, ინტენსიურ წვრთნას უძლებს. მაგრამ ფუნქციურობის გარდა, სპორტული ტანსაცმელი ქალის გარდერობში ხშირად დამატებით როლსაც ასრულებს - ლეგინსი თუ ჰუდი ვარჯიშის გარდა ყოველდღიურ გემოვნებიან ლუქებსაც ქმნის.

სრული, ჰარმონიული იერისთვის შერჩეულ კომპლექტს შესაბამისი სპორტული ფეხსაცმელი შეუხამე - ნეიტრალური, შავი ან თეთრი კედები თუ ბოტასები არა მხოლოდ სანდო სავარჯიშო ფეხსაცმელი, არამედ კომფორტული ყოველდღიური ვარიანტიცაა, რომელიც თითქმის ყველა სიტუაციას ერგება.

სპორტული სამოსი ფიგურას იდეალურად მოერგოს მნიშვნელოვანია როგორც წმინდა ფუნქციური, ისე ესთეტური კუთხით. ვარჯიში ვერასდროს იქნება ეფექტური თუ კომფორტულად არ გრძნობ თავს და მაქსიმალურად არ აწვები. ჩვენს პლატფორმაზე შოპინგისას, შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად დარწმუნდე რომ ნამდვილად გერგება არჩეული მოდელები. თბილისის მასშტაბით სერვისი „მოირგე“ ფარგლებში შეგიძლია გამოიწერო 10-მდე ნივთი, რომელსაც კურიერი პირდაპირ სახლში მოგიტანს. შემდეგ 20 წუთს დაგელოდება, სანამ შენ ყველაფერს დატესტავ და საუკეთესო ვარიანტებს აარჩევ. იხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
კატეგორიები
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას